კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის (HRHN) წევრებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს

9 დეკემბერი, 2013
 
2 დეკემბერი, 2013

მოწოდება უკრაინელი დემონსტრანტებისა და მათი უფლების დასაცავად, მონაწილეობა მიიღონ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაში

ბ-ნო პრეზიდენტო,

ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის (HRHN) ქვემორე ხელმომწერი წევრები და პარტნიორები უკიდურესად ვგმობთ უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას მშვიდობიანი დემონსტრაციების დასაშლელად, რაც მოჰყვა უკრაინის უარს, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. ბ-ნო პრეზიდენტო, ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაუქმდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალისმიერი ზომები და გამოიყენოთ არსებული დემოკრატიული საშუალებები სიტუაციის შესაფასებლად, ისეთი, როგორიც არის დებატები პარლამენტში თემაზე, შეუძლია თუ არა მთავრობას სიტუაციასთან გამკლავება.

უკრაინელი ხალხი კვლავ და კვლავ გამოხატავს მტკიცე რწმენას ევროპული ინტეგრაციისათვის. უკრაინელი ხალხის ეს მისწრაფება ერთი ნაბიჯით უნდა დაწინაურებულიყო ევროკავშირთან დაახლოებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 28-29 ნოემბერს. დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად, ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად და სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად უკრაინაში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მაიდანზე, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე. 

2013 წლის 29-30 ნოემბრის დემონსტრაცია მაიდანზე, სადაც, ძირითადად სტუდენტები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილი, მშვიდობიანი იყო მანამ, სანამ პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა მის დასაშლელად. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას განახორციელოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება მშვიდობიანი პროტესტის უკანონო დარბევასთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები, როგორც ითხოვს კიევის ადამიანის უფლებათა სახლის ერთ-ერთი წევრი, უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა გაერთიანება. დემონსტრაციები იმართება მთელს ქვეყანაში , როგორც რეაქცია უკრაინის მთავრობის უარზე ხელი მოეწერა ევროკავშირთან დაახლოების ხელშეკრულებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში 28-29 ნოემბერს. დემონსტრაციები ასევე წარმოადგენენ რეაქციას რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის, უკრაინის მიმართ, ევროკავშირთან დაახლოების ხელშესაშლელად.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები და ჟურნალისტები წარადგინეს სასამართლოს წინაშე დღეს და გაასამართლეს სამართლებრივი დაცვის საშუალებების, მათ შორის, ადვოკატზე უფლების უგულებელყოფით. 30 აქტივისტი დააკავეს დღეს და წარადგინეს სასამართლოს წინაშე ხულიგნობის ბრალდებით (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კიევის შევჩენკივსკის რაიონულმა სასამართლომ უკან გადაუგზავნა ოქმები პოლიციას დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების ნაკლებობის გამო). კიევის ადამიანის უფლებათა სახლის კიდევ ერთი წევრი, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, რომ 36 ჟურნალისტი სცემა პოლიციამ. სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა, რომელიც ასევე კიევის ადამიანის უფლებათა სახლის წევრია, კვირა საღამოდან აამოქმედა სამართლებრივი დახმარების ცენტრი „მაიდან SOS“. ცენტრმა შაბათ-კვირის განმავლობაში მიიღო 200-ზე მეტი სატელეფონო ზარი. ამ მომენტამდე, მათ რეგისტრაციაში გაატარეს 75 საჩივარი, რომლებიც დაკავშირებული იყო დაკავებასთან, ცემასთან, და ადამიანების დროებით გაუჩინარებასთან 29-30 ნოემბერს დემონსტრაციიდან. აღნიშნული ზარები არ მოიცავს 1 დეკემბერს, კვირა დღეს, როცა მოხდა შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოუხსნას ყველა ბრალდება მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს, გაათავისუფლოს ისინი, აუნაზღაუროს ზიანი და უზრუნველყოს, რომ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება.

უკრაინელი ხალხის მასობრივი გამოსვლა ქუჩებში აიხსნება მხოლოდ და მხოლოდ მათი სურვილით, მონაწილეობა მიიღონ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაში. მათ დაპირდნენ ევროკავშირთან დააახლოებას, თუმცა უკრაინის მთავრობის გასაკვირი გადაწყვეტილება, არ გადაედგა შემდგომი ნაბიჯი დაპირების შესასრულებლად, მოქალაქეებისათვის ნიშნავდა, კიევის ქუჩები გამოეყენებინათ, როგორც სივრცე თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატად. დღესდღეობით, დემონსტრანტებს დაკავებული აქვთ კიევის ქუჩები, ისევე როგორც მთავრობის ოფიციალური შენობები. მათი მიზანი არის არა შენობების განადგურება, არამედ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების გაპროტესტება შენობების ბლოკირებით. გადამეტებული ძალის გამოყენება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება და აქტივისტებისა და ჟურნალისტების ცემა იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება მიზნად ისახავს ცვლილებების მოსურნე ადამიანების გაჩუმებას და არა საჯარო უსაფრთოების უზრუნველყოფას. ძალის ამგვარი გამოყენება იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას არ სურს, პოლიტიკის საკითხები მოქალაქეებმა გადაწყვიტონ. ჩვენ ვურჩევთ უკრაინის ხელისუფლებას, არ გამოიყენოს მეტი საპოლიციო ძალა, რაც მხოლოდ გაზრდის დაძაბულობას ქვეყანაში.

უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაზე, უკრაინა დასთანხმდა პრაქტიკაში განეხორციელებინა შეკრების თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის 21-ე მუხლში გადმოცემულ სტანდარტებთან . 2013 წლის 8 და 9 ივლისს, უკრაინის მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულების მიმოხილვისას, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება „მშვიდობიანი ღონისძიებების მარეგულირებელი შიდასახელმწიფრივი სამართლებრივი საშუალებების ნაკლებობასა და შიდა სასამართლოების მიერ ძველი რეგულაციების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მკაცრად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას.“  ბოლო დღეების მოვლენები ადასტურებს, რომ უკრაინას სერიოზულად არ მიუღია შეკრებების თავისუფლებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები და არ განუახლებია თავისი მეთოდები და კანონმდებლობის გამოყენება იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ძალის გადამეტებული გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ბ-ნო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გაიზიაროთ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების რჩევა, მათ შორის:
 კონკრეტული ზომები მიიღოთ, რომლის მიზანი იქნება პოლიციის მიერ დემონსტრანტების დასარბევად ძალის გამოყენების შეჩერება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი იკავებენ სამთავრობო შენობებს; საჯაროდ აღიაროთ ყველას უფლება პროტესტის მშვიდობიან გამოხატვაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების ვალდებულება დაიცვან მშვიდობიანი დემონსტრანტები ;
 დაიწყოთ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება 2013 წლის 29-30 ნოემბრის მშიდობიანი პროტესტის უკანონო დარბევასთან დაკავშირებით და უზრუნველყოთ, რომ დამნაშავე პირები პასუხისგებაში იქნან მიცემული;
 დაუყოვნებლივ და უპირობოთ მოუხსნათ ყველა ბრალი მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს, გაათავისუფლოთ და ზიანი აუნაზღაუროთ ყველა მათგანს;
 უზრუნველყოთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს შეეძლოთ შეკრებების მონიტორინგი და პოლიციის ძალადობის გაშუქება თავისუფლად იმ შიშისგან, რომ მათზე შურს იძიებენ; უფლებადამცველები და აქტივისტები არ იქნან მიცემული პასუხისგებაში მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის მიღებისათვის;
 გამოიყენოთ ხელმისაწვდომი დემოკრატიული საშუალებები, ისეთი, როგორიც არის დებატები პარლამენტში იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა მთავრობას არსებულ სიტუაციასთან გამკლავება; საშუალება მიეცეს უკრაინელი ხალხის წარმომადგენლებს იმსჯელონ თქვენი მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროპულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

პატივისცემით,
კიევის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):

 სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრი
 უკრაინის სამართლებრივი დახმარების ფონდი
 უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა გაერთიანება
 ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი
 ხარკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი
 სამართლის აღსრულების პროცესში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორთა ასოციაცია (UMDPL)
აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
 რაციონალური განვითარების ქალთა ასოციაცია
 რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი
 ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოება
 მედიის უფლებების ინსტიტუტი
 დ. ალიევას სახელობის ქალთა უფლებების დაცვის ასოციაცია აზერბაიჯანში
 სამართლებრივი განათლების საზოგადოება
 აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაცია
 დემოკრატიის საჯარო გაერთიანება და ადამიანის უფლებათა რესურს-ცენტრი
ბარის ზვოზსკაუს სახელობის ბელორუსიის ადამიანის უფლებათა სახლი გადასახლებაში, ვილნიუსი
ბელგრადის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
 ადამიანის უფლებათა ჰელსინკის კომიტეტი სერბეთში
 ადამიანის უფლებათა ადვოკატთა კომიტეტი (YUCOM)
 ადამიანის უფლებათა ბელგრადის ცენტრი
სარაევოს ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
 გარდამავალი მართლმსაჯულების ასოციაცია - პასუხისმგებლობა და ხსოვნა ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში
 ადამიანის უფლებათა ჰელსინკის კომიტეტი ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში
 სერბეთის სამოქალაქო საბჭო
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
 კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის კავკასიის ცენტრი
 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
 ადამიანის უფლებათა ცენტრი
 კავშირი საფარი - ოჯახი ძალადობის გარეშე
ოსლოს ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
 ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი
 ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაცია
 ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
ვორონეჟის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
 საქველმოქმედო ფონდი
 სამოქალაქო ინიციატივების განვითარების ცენტრი
 თავისუფალი შრომის კონფედერაცია
 ეკოლოგიური და სოციალური სამართლიანობისათვის
 თავისუფალი უნივერსიტეტი
 Golos
 განათლებულ კაცთა რეგიონთაშორისი პროფკავშირი
 ადვოკატები შრომითი უფლებებისათვის
 რუსეთის ჯარისკაცების დედები
 ვორონეჟის ჟურნალისტთა კლუბი
 ვორონეჟ-ჩერნოზემიე
 ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული მოძრაობა
ერევანის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
 სომხეთის ჰელსინკის ასოციაცია
 ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა - Vanadzor
 საჯარო ინფორმაციისა და ცოდნის საჭიროების არასამთავრობო ორგანიზაცია
 სოციოსკოპი
 შაჰხათუნი
 არასამთავრობო ორგანიზაცია - ჟურნალისტთა კლუბი - Asparez
 იურისტები წამების წინააღმდეგ
ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
 თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის
 B.a.B.e. – Be active, Be emancipated - იყავი აქტიური, იყავი ემანსიპირებული
 მშვიდობის კვლევების ცენტრი
 Documenta - წარსულის კვლევის ცენტრი
 GOLJP - ადამიანის უფლებათა სამოქალაქო კომიტეტი
 Svitanje - ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ხელშეწყობის ასოციაცია
არჩევნების მონიტორინგისა და განათლების ცენტრი, აზერბაიჯანი
ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდი, პოლონეთი
ადამიანის უფლებათა კლუბი, აზერბაიჯანი
ადამიანის უფლებათა ქსელი, უგანდა (HURINET-U)
ცენზურის ინდექსი, გაერთიანებული სამეფო
მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი, აზერბაიჯანი
ფონდი Rafto, ნორვეგია
ქალთა კრიზისი ცენტრი, აზერბაიჯანი

ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის შესახებ (www.humanrightshouse.org)

ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი (HRHN) აერთიანებს ადამიანის უფლებათა 87 ორგანიზაციას ადამიანის უფლებათა 18 სახლში, რომლებიც მოიცავს დასავლეთ ბალკანეთს, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიას, აღმოსავლეთ და ჩრდილოაღმოსავლეთ აფრიკასა და დასავლეთ ევროპას. ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის მანდატს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების დაცვა, გაძლიერება და მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე და მათი გაერთიანება ადამიანის უფლებათა სახლების საერთაშორისო ქსელში.
კიევის ადამიანის უფლებათა სახლი წარმოადგენს HRHN-ის ერთ-ერთ წევრს. კიევის ადამიანის უფლებათა სახლის წევრებს წარმოადგენს უკრაინის 10 დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაცია.
HRHN-ის სამდივნოს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (HRHF), ოფისით ჟენევაში (შვეიცარია). ფონდი დაფუძნებული ოსლოში (ნორვეგია). HRHF წარმოადგენს უფლებადამცველების სამხრეთკავკასიური ქსელის საერთაშორისო პარტნიორსა და უფლებადამცველების ბალკანურ ქსელს.
HRHF-ს საკონსულტაციო სტატუსი აქვს გაეროს მიმართ, HRHN-ს მონაწილეობითი სტატუსი ევროპის საბჭოში.

ახალი ამბები