კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულების ღია წერილი პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს და შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს

10 დეკემბერი, 2013
 
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა #5  დაწესებულებიდან ამ ღია წერილით მივმართავთ სრულიად საქართველოს, საქართველოს პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს და შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს. ჩვენი მოთხოვნა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, არის სამართლიანობის აღდგენა რისი იმედითაც ქვეყნის მართვის სადავეები გადავეცით „ქართულ ოცნებას.“

ჩვენ არ ვართ კრიტიკულად განწყობილნი და მადლიერებას გამოვხატავთ ქვეყანაში ამ ერთი წლის მანძილზე განხორციელებული ყველა სასიკეთო ცვლილებისადმი, მათ შორის ამნისტიის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილებებისთვის, რამაც გარკვეულწილად აღადგინა სამართლიანობა განაჩენების მეტ-ნაკლებად შეცვლით, თუმცა ეს არ არის საკმარისი სამართლიანობის აღდგენისთვის. მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, არაერთი პატიმარი  რჩება უკანონო პატიმრობაში.

გთხოვთ, უმოკლეს ვადაში განიხილოს პარლამენტმა კანონი „მათლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ“  და გადაიხედოს პრიორიტეტულად იმ პირთა საქმეები, რომლებიც ჯერ ისევ იმყოფებიან პატიმრობაში არაღიარებული, ცრუ ბრალდებებით. გაგებით ვეკიდებით იმ საკითხს, რომ გამართლებული პატიმრების საკომპენსაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შეასაძლოა მზად არ არის საქართველოს ბიუჯეტი, მაგარამ მიგვაჩნია, რომ    უფრო დიდი უსამართლობა იქნება  ასეთი პატიმრების ისევ პატიმრობაში დატოვება. მთავრობას ვთავაზობთ ინიციატივის სახით: კანონში მითითებული იქნას კომპენსაციის ანაზღაურების ადეკვატური ვადა და თუ აღნიშნულიც არ აღმოფხვრის დამაბრკოლებელ გარემოებებს ამ კანონის უმოკლეს ვადაში შექმნისთვის, ასეთ შემთხვევაში შეწყალების კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალების აქტით ამ პირთა პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

ხელს აწერს 22 პატიმარი
3/12/2013 წელი 

ახალი ამბები