კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კრებულის „კარი გამიღე“ პრეზენტაცია

17 დეკემბერი, 2013
კარი გამიღე -ასე ქვია კრებულს, რომელსაც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით და მხარდაჭერით მწერლები აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაზე, დავით გაბუნია, გიო მგელაძე, დათო ტურაშვილი, ერეკლე დეისაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ანინა ტეფნაძე და ალექს ჩიღვინაძე წარმოგიდგენენ. 

კრებული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ცხოვრებაზე თანამედროვე ქართველ მწერალთა მხატვრულ გამოხატულებას წარმოადგენს. 

მწერლების, თავად პაციენტების და უფლებათა დამცველების პირველი შეხვედრა 2-4 ოქტომბერს სტეფანწმინდაში, სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ გაიმართა. 

ამ შეხვედრის შემდეგ მწერლებს მიეცათ ერთ თვიანი პერიოდი ნამუშევრების შესაქმნელად.
 
ცხრა თანამედროვე ქართველმა მწერალმა მოთხრობები დაწერა პალიატიურ მზრუნველობაზე, აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტზე, აუტიზმზე, დაუნის სინდრომზე, წამალდამოკიდებულ ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე. 

ამ თემების მხატვრული ილუსტრირება ხელს შეუწყობს არსებული სტიგმის შემცირებას და თემების წინ წამოწევას. კრებულის პრეზენტაციაზე მოხდება მოთხრობების კითხვა.
 
პროექტის „მწერლები ადამიანის უფლებებისთვის“ მიზანია პაციენტის უფლებების პოპულარიზაცია და მათი პრობლემების საზოგადოებამდე ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით მიტანა.

ახალი ამბები