21:52, Tuesday, 07.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მერაბიშვილი მთავარ პროკურორს მუქარაში ადანაშაულებს

18.12.2013

 
სივილ ჯორჯია

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც წინასწარი პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა ქუთაისში სამშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ  მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მისი მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა.

„პარასკევს გვიან ღამით, ანუ უკვე შაბათს დილას, ღამის ორის ნახევარზე მე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში, თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი.. მთავარი, ვინც იქ დამხვდა იყო ეს ადამიანი [მან მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ფოტო აჩვენა], ალბათ ყველას გეცნობათ ეს ადამიანი - ეს არის საქართველოს მთავარი პროკურორი“, - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ მეორე ადამიანი იმ შეხვედრაზე, მისი დაუდასტურებელი ვარაუდით, იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი უფროსი დიმიტრი დარბაისელი, რომელმაც მისი თქმით, ცოტა ხანში დატოვა ოთახი და არ დასწრებია მთავარ პროკურორთან მის საუბარს.

„მთავარმა პროკურორმა მე წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ, თუ მე არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გახსნაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდებენ.  მე ამასთან დაკავშირებით გამოვხატე ჩემი აზრი, შეიძლება სააკაშვილთან ბევრს პრეტენზია აქვს, მაგრამ სააკაშვილის კორუფციაში დადანაშაულება სრული უაზრობაა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

„მეორე საკითხთან [ჟვანიას საქმესთან] დაკავშირებით მე გამოვხატე გაკვირვება. ეს მთავრობა ამდენი ხანია ხელისუფლებაშია, გაეცნო ყველა მასალას და კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების ჩატარებული გამოძიება არის უნაკლო და შეუძლებელია აქ სხვა რამე აზრის ჩამოყალიბება“, - განაცხადა მერაბიშვილმა გულისხმობდა რა გამოძიების იმ ოფიციალური ვერსიას, რომელიც 2005 წლის თებერვალში ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მან და მაშინდელმა გენპროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გააჟღერეს, რომ პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა.

„პროკურორმა მითხრა, რომ თუ მე არაფერს ვიტყოდი, დამიხატა შემდეგი სურათი, რომ ჩემი პირობები ციხეში მკვეთრად გაუარესდება, რაზეც მე ირონიულად მივუგე, რომ ‘ამაზე უარესი რა უნდა იყოს’ და ძალიან კარგად ამიღწერა, თუ როგორ ტირის დედაჩემი ყოველდღე, როგორ უჭირს ჩემ ოჯახს... მითხრა, რომ სანამ მისი მთავრობა, სანამ  ღარიბაშვილის მთავრობა იქნება ხელისუფლებაში და ღარიბაშვილი აპირებს დიდი ხანი იყოს ხელისუფლებაში, მე ციხიდან ვერ გავალ. ამავე დროს ის ‘შემპირდა’, რომ გვერდით მომისვამდა ჩემს პარტიულ მეგობრებს, ნათესავებს, ხოლო სხვებს შეექმნებათ პრობლემები, ხელს შეუშლიან მათ ბიზნესს და სხვა შეუქმნიან წვრილმან პრობლემებს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

„ამას გარდა, მან განმიმარტა რომ ისინი მაინც შეძლებენ ჟვანიას საქმეში ბრალდების დადასტურებას, რაშიც მათ ამერიკელები ეხმარებიან“, - განაგრძო მან  და დასძინა, რომ მთავარი პროკურორის ამ ნათქვამმა მას ირონიული ღიმილი მოჰგვარა. 

„ამავე დროს, მათ ასე ვთქვათ, მომცეს დრო ორშაბათამდე და მითხრეს, რომ მე ორშაბათამდე უნდა მივიღო გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ დავეხმარები, მისი თქმით, მე მომეცემა შესაძლებლობა, ის ფული, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ‘მოვიპარე’, საზღვარგარეთ გავიტანო“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, სირთულეს არ წარმოადგენს იმ ფაქტის გამოძიება და დადგენა, რომ ციხის კამერიდან მისი გაყვანა მართლაც მოხდა. მისი ინფორმაციით, ის ციხეში უკან დაახლოებით 2:30 საათზე დააბრუნეს. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC