კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებულ პოლიტპატიმართა პრობლემებზე

18 დეკემბერი, 2013
 
19 დეკემბერს 11:30 საათზე პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას ყოფილი პოლიტპატიმრების, წარსულში ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული პირების პრობლემებთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2013 წლის 5 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა შეესწავლათ 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებული ადამიანების  საქმე  და  კომპეტენციის ფარგლებში მოეხდინათ რეაგირება მათ მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

აღნიშნული საქმე კონსტიტუციური უფლებების შელახვის სამწუხარო მაგალითია, რაც აშკარად იკვეთება მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისას. 

პატიმრებმა საპყრობილე 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის ძალით დატოვეს. ამავე კანონით მათ მინიჭებული აქვთ პოლიტპატიმრის სტატუსი. 

გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს, ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა ძირითად მიზანს უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების ხელახლა გადახედვა და სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის დროულად შექმნა. ეს კომისია განიხილება სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტად, რასაც ყინწვისში დაკავებული ადამიანების გარდა, უკანონობის მსხვერპლი ათასობით ადამიანი ელოდება. მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საპატიმროშია და განაჩენის გადახედვას მოითხოვს. 

მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი  კომისიის შექმნას ახლავს, მისი შექმნის საკითხის გადადება დაუშვებელია.  ხელისუფლებამ უკანონობის მსხვერპლ ადამიანებს დროულად უნდა შესთავაზოს გარკვეული  მექანიზმი, რაც საზოგადოებას სამართლიანობის შეგრძნებას დაუბრუნებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები