კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იქნება

20 დეკემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი

კახეთის გუბერნატორად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა. მას გამგებლის თანამდებობა 2012 წლის 28 ნოემბრიდან ეკავა. შიოლაშვილი პროფრსიით იურისტია. გამგებლად დანიშვნამდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. 2007- 2010 წლებში იყო დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი რაიონულ საკრებულოში, პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

მისი მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშვნის შემდეგ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინეს გამგეობის თანამშრომლებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლის ჩათვლით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე 84 საჯარო პირი გაათავისუფლეს. ხოლო მათ ადგილებზე ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაინიშნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით შიოლაშვილი მისთვის არის მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს გამგებელი - „აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, კარგად იცის კახეთის რეგიონი, წარმოშობით კახეთიდან არის და ვიტყოდი, რომ მართლაც გამორჩეული გამგებელი იყო ბოლო 1 წლის განმავლობაში. ჩემთვის პირადად ის არის მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე გამგებელი თუ გუბერნატორი.

ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგებლად მუშაობის პერიოდში, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

შიოლაშვილმა საზოგადოებას სამთარყაროში რელიგიურ ნიადგაზე მომხდარი დაპირისპირების დროს გაკეთებული განცხადებებით დაამახსოვრა. შგახსენებთ, რომ 2013 წლის 14 მაისს, მუსლიმთა სამმართველომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში სამლოცველო სახლის გასახსნელად შენობა იყიდა. მუსლიმთა სამმართველოს ინფორმაციით, სამლოცველო სახლში სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს პარასკევობით ჯუმაშის ლოცვა უნდა აღევლინათ. სამთაწყაროს მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, სოფელში მუსლიმური სამლოცველო სახლის გახსნას დაპირისპირება მოჰყვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმაც: „დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. სოფელმა გამოხატა თავის ნება, მე ვეთანხმები ხალხის აზრს და ხალხის აზრი არის ჩემთვის უზენაესი“.

სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თემურ მურვანიძის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი შიოლაშვილი მისგან სოფელში მუსლიმთა წინამძღვარისთვის ხელშეშლას და მის შევიწროვებას ითხოვდა. მისი თქმით, მურვანიძემ გამგებლის მოთხოვნა არ შეასრულა, რის გამოც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

29 წლის ირაკლი შიოლაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის თანაკლასელი და მეგობარია.

ახალი ამბები