კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

23 დეკემბერი, 2013
 
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით შემდეგ განცხადებას აკეთებს:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის უწყებას  ეწოდება  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ზოგადად გააგრძელოს ნაბიჯები აფხაზებსა და ოსებთან პრაგმატული თანამშრომლობის მიმართულებით.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აფასებს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და  მშვიდობისა და შერიგებისათვის მომუშავე ყველა მხარის ძალისხმევას, პრაგმატიზმსა და შემართებას და სურს მათ გამბედაობა და ენერგია უსურვოს მომავალ წელს.

ევროკავშირი წარმომადგენლობა აღნიშნავს ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც მიესალმა ცვლილებებს "კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", თუმცა აღნიშნა, რომ არსებობს კანონის შემდგომი გაუმჯობესების პოტენციალი. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განიხილოს ეს რეკომენდაციები.

ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ელჩები გააგრძელებენ ძალისხმევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ჩართულობის გაღრმავების მიმართულებით.  ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა შორის პირდაპირ კონტაქტს  შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შერიგების საქმეში. 

ახალი ამბები