კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოშიმშილე პატიმრები საქმეების გადახედვას ითხოვენ

23 დეკემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების, ე.წ. გეგუთის კოლონიის 1000-ზე მეტი პატიმარი მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობს. ისინი სასჯეაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან, ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ. 

მოშიმშილე პატიმრები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ მოინახულა. "ისინი არ არიან აგრესიულები, არც არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვენ. ასევე, არ საუბრობენ ულტიმატუმის ენით.  უბრალოდ, სურთ, გადაიხედოს მათი საქმეები" - აღნიშნა ფოფხაძემ. 

მოშიმშელე პატიმრები გუშინ სახალხო დამცველის რეგიონულმა რწმუნებულმაც მოინახულა. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განმარტებით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა სპეციალური მექანიზმის შეიქმნაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პატიმართა განაჩენების გადახედვა. 

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა, აუცილებელია ეს პროცესი დაჩქარდეს და გარკვეული ფორმით ეს მექანიზმი, რაც შეიძლება მალე შეიქმნას.  

ახალი ამბები