კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადაადგილების ინტერნეტ - რუკა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის

23 დეკემბერი, 2013
 
ნინო დევიძე

20 დეკემბერს პროექტ „საქართველო ბარიერების გარეშე - გადაადგილების ინტერნეტ - რუქა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ეტლით მოსარგებლე და გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებისთვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესახებ საინფორმაციო ინტერტეტ - რუკა www.pandusgeorgia.com შეიქმნა. პორტაი  თითოეულ მოქალაქეს ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში აწვდის ადაპტირებული შენობების შესახებ ამომწურავ ფოტოინფორმაციას.

პროექტი  არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური დაცვის ლიგამ“ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში მოიძებნა და აღიწერა  პანდუსის მქონე ობიექტები - შენობა-ნაგებობები, მომზადდა მათი ზუსტი აღწერილობა, მოხდა რუქასთან შესაბამისობის დადგენა და ინტერნეტ-სივრცეში განთავსება. ასე რომ, ამ პორტალის მეშვეობით, მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად დაადგინონ, მათთვის საინტერესო რომელ შენობებს აქვთ პანდუსები. 

„სოციალური დაცვის ლიგის“ გამგეობის თავჯდომარის ბელა სონღულაშვილის თქმით, საიტი უდიდესი დახმარებაა შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სფეროში: „შემოქმედებით ჯგუფს დიდი იმედი აქვს, რომ მალე ამ რუკაზე საქართველოში არსებული ყველა ადაპტირებული გარემო დაიტანება. რაც შეეხება თავად პროეტქის შედეგებს, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საშუალებით, შშმ პირი შეზღუდვების გარეშე შეძლებს მისთვის ხელმისაწვდომ გარემოში გადაადგილებას“. 

წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტში „შშმ პირთა დაცვის კონვენციის“ რატიფიცირება უნდა მოხდეს, რაც გულისხმობს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო რეგულაციები ამოქმედდება და ადვოკატირების პროცესიც დაიწყება. 

ახალი ამბები