14:36, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

,,ადითის“ შემდეგ ,,აისი“ - სადაზღვეო კომპანიების მიმართ მედიკოსების პროტესტი არ წყდება

27.12.2013

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურის სასწარფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებმა დღეს პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ფორმას მიმართეს  და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა  აღნიშნული  ფორმით სცადეს   ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. მედიკოსები სადაზღვეო კომპანია ,,აისი ჯგუფისგან“   ოთხთვიან სახელფასო ანაზღურებას ითხოვენ. 

ნანა ძინძიბაძე, ექიმი: ,,გზა გადავკეტეთ იმიტომ, რომ ოთხი თვის ხელფასი გვაქვს ასაღები, ვართ გაუსაძლის პირობებში,  ასაღები გვაქვს სექტემბრიდან მოყოლებული დეკემბრის ჩათვლით ხელფასი, მოდის ახალი წელი, ჩვენ უკენ დგანან ოჯახები და ბანკები, საიდანაც გამოტანილი გვაქვს სესხი, ბანკები არც ერთი წუთი შეღავათს არ გვაძლევენ, მოგავქციონ ყურადღება.“ 

აქცია რამდენიმე წუთში ხაშურის საპატრულო პოლციის წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ დაიშალა, მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ მათი პრობლებით ჯადაცვის სამინისტრო დაინტერესდება და პრობლემა მოუგვარდებათ.

მარიამ ნოზაძე, ექიმი:,,სახელმწიფოსი მადლობლები ვართ გვიხდის ხელფას, მაგრამ რაც შეეხება სადაზღვეო კოპანიას, ჩვენ მათთან გვაქვს პრობლემები  ანაზღაურების კუთხით, ჩვენს კუთვნილ ხელფას ვითხოვთ, სეტემბრ-ოქტომბრის ნახევარს და ნოემბერ-დეკემბრის მთლიან ხელფას, უკიდურეს გაჭირვებაში ვართ“

ხაშურის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ,,აისი ჯგუფის“ ადგილობრივი  მენეჯერი დავით სუფათაშვილი იმ სქემას გვიმარტავს, რასაც სადაზღვეო კოპანიების შემოსვლა ჰქვია ჰოსპიტალურ სეტორში, რაც სახელმწიფოსა და სადაზღვეო კოპანიას შორის  თანადაფინანსების 50%-იან ანგარიშვალდეულებას  უკავშირდება: ,,თანამშრომლებს აუღებელი აქვთ ხელფასი სეტემბრის ნახევარი, ოქტომრის ნახევარი, ნოებერ-დეკემბერი კი სრულად ასაღები აქვთ, ხელფასესების 50%-ს სახეწიფო ფარავს, 50%-ს კი აისი ჯგუფი, სადაზღვეო კოპანიის დაფინანსებას  კი, ,,მედიკალ ფარმი“ უზრუნველყოფს. ჩენ შევატყობინეთ პრობლემის არსი მაგრამ სამწუხაროდ ამ დრომდე რეაგირება არ არის.“ 

ჰოსპიტალური სადაზღვეო სისტემაში რომ პრობლემებია, ამას სადაზღვეო კოპანიების მიმართ მედიკოსების  რამდენიმე თვიანი პროტესტიც ადასტურებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს გადაწყვეტილებით ,,ადითი ჯგუფი“ ჯადაცვის ჰოსპიტალური სეტორის, სადაზღვეო პროგრამას ჩამოაშორეს,  ამის მიზეზად ჯანდაცვის მინიტრმა სადაზღვეო კომპანიის მხრიდან სახელწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაასახელა. ჯანდაცვის სამინიტროს სადაზღვეო სისტემიდან გასულ ,,ადითს“ საქართველოს ხუთი საავდამყოფოს მედპერსონალის, რამდენიმე თვიანი სახეფასო დავალინება დარჩა ასანაზღაურებელი. მათ შორის  ქარელის საავდმყოფოს მედიკოსებიც არიან, რომლებიც უკვე სასამართლოს გზით აპირებენ კუთვნილი ხელფასის აღებას. ამის პარალელურად, კიდევ ერთი სადაზღვეო კოპანიის მიმართ გაჩნდა პრეტენზიები, ამჯერად ხაშურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები უკმაყოფილებას ,,აისი ჯგუფის“ მიმართ გამოთქვამენ.

„აისი ჯგუფთან“ დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარს არ პასუხობენ. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC