კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის გეგმა დაამტკიცა

26 დეკემბერი, 2013
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა, წინა წელთან შედარებით  247 400 ლარით გაიზარდა. მომდევნო წლის ბიუჯეტში შემცირებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების, ინფრასტრუქტურის და ძეგლთა დაცვის ხარჯი.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის გეგმა 20 დეკემბერს დაამტკიცა და ის 9 391 400 ლარით განისაზღვრა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯტო სამსახურის უფროსის მიხეილ შაშიაშვილის განცხადებით, 2014 წელს, გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის 1 870 500 ლარია გათვალისწინებული, გასულ წელს, ეს თანხა 1 623 100 ლარს შეადგენდა: „გამგეობის და საკრებულოს ბიუჯეტში თანხების დამატება უკავშირდება შიდა აუდიტის სამსახურის ამოქმედდებას. აუდიტის სამსახური 2014 წლიდან ამოქმედდება და სამი ან შვიდი ადამიანი დასაქმდება. ასევე, ჩვენთან უფასო დეკრეტული შვებულება არ არის. ამ თანხაში მე-13 ხელფასიც გათვალისწინებულია“, – განაცხადა მიხეილ შაშიაშვილმა.

2014 წლის ბიუჯეტში, გასულ წელთან შედარებით11 800 ლარით შემცირდა და 123 000 ლარით განისაზღვრა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ხარჯი. 10 000 ლარით  შემცირდა ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი დაფინანსება. 14 200 ლარიდან, 5 000 ლარამდე შემცირდა ძეგლთა დაცვის ღონისძიებების ხარჯი. 1 837 400– დან 1 700 000 ლარამდე შემცირდა ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის ხარჯი.

23 ათასი ლარით გაიზარდა რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების ხარჯი. 4 000 ლარით შემცირდა ტელე-რადიო მაუწყებლობის და საგამომცემლო საქმიანობის ხარჯი.  521 800 ლარიდან 550 000 ლარამდე გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯი. ასევე გაიზარდა ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი თანხები. 10 000 ლარით გაიზარდა უფასო სასადილოს დაფინანსება. 2013 წლის მსგავსად, 11 000 ლარით განისაზღვრა ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები. ისევ 4 000 ლარი დარჩა ვეტერანთა საზოგადოების დაფინანსება. 104 000 ლარიდან 137 000 ლარამდე გაიზარდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების ხარჯი. 583 300 ლარიდან 721 000 ლარამდე გაიზარდა თავდაცვის ხარჯი.

ასევე, 1800 000 ლარამდე გაიზარდა სკოლამდელი განათლების ხარჯი. გასულ წელს ამისთვის 983 600 იყო გამოყოფილი. პრიორიტეტად გამოცხადდა კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება.

ახალი ამბები