კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2014 წლის ქუთაისის ბიუჯეტიდან საჯარო სტრუქტურებისთვის ნაკლები თანხა დაიხარჯება

27 დეკემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მზადაა ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დაგეგმოს. ამის შესახებ შოთა მურღულიამ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თავად  განუცხადა.

"მოგეხსენებათ, 2014 წელი საარჩევნო წელია. ამდენად, ვფიქრობ, საჯარო სტრუქტურებისთვის ამ წელს ნაკლები თანხა უნდა დაიხარჯოს", - განმარტა მურღულიამ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ქუთაისის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რომელიც 42 მილიონ 300 ათასი ლარითაა განსაზღვრული. ისინი მთავარ აქცენტებს სოციალურ სფეროზე სვამენ და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი სწორედ ამ მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ახალი ამბები