კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი ხელახლა ჩატარდება

8 იანვარი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 60 – მდე ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული  კონკურსი ნაწილობრივ ჩაიშალა. როგორც გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა ლია ზურიაშვილმა განაცხადა, რამდენიმე სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ტესტირებაზე წარსადგენი კანდიდატები ვერ შეირჩნენ: „ჩვენ 60–მდე ვაკანსია გამოვაცხადეთ, საბუთების მიღება 3 დღის წინ შეწყდა, რამდენიმე ვაკანსიაზე კონკურსი ახლიდან უნდა გამოვაცხადოთ, რადგან საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვისას, პრეტენდეტები ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. ასეთი პრობლემა შეგვექმნა მაგალითად, იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ასევე ტურიზმისა და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის სამსახურების უფროსების პოზიციაზე.“ 

მისივე თქმით, სხვა ვაკანსიებზე შერჩეულ კანდიდატთა ტესტირება სავარაუდოდ იანვარში გაიმართება. რაც შეეხება ჩაშლილ კონკურს, იმ თანამდებობებზე რომლებზეც კანდიდატები ვერ შეირჩნენ, კონკურსი ახლიდან გამოცხადდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ვაკანსიები იმ თანამდებობებზე გამოცხადდა, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებების შედეგად მოვალეობის შემსრულებლებმა დაიკავეს. კონკურსი არ გამოცხადებულა გამგებლის და მისი მოადგილეების თანამდებობაზე.

ახალი ამბები