კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრიარქოს ეგიდით ჩატარებული ღონისძება სკანდალის მიზეზი გახდა

9 იანვარი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

საპატრიარქოს ეგიდით სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ფოლკლორის ფესტივალი „ლანჩხუთელების ღიღინი“ გაიმართა, რომელიც ლანჩხუთში სკანდალის მიზეზი გახდა. 

საქმე ისაა, რომ წარმოშობით ლანჩხუთელი და დღეს თბილისში მოღვაწე ბიზნესმენი ბორის ჭყონია აცხადებს, რომ ის შესაძლოა, ლანჩხუთის მომავალი გამგებელი გახდეს და მას მხარს „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი უჭერს. ლანჩხუთში ჭყონიას მხარდასაჭედრად ხელმოწერები გროვდება. საპატრიარქოს ეგიდით გამართული ღონისძიება კი,  ბორის ჭყონია მხარდაჭერით შედგა. 

სწორედ ამის გამო „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს მის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თითქოს ტოვებს თანამდებობას: „ყველა მინდა დავამშვიდო, რომ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ლანჩხუთში იმდენი პროექტი ხორციელდება, რამდენიც კომუნისტების მერე არ გაკეთებულა. თუ ვინმე დამისახელებს, რომ დავასაქმე ჩემი ნათესავი, პასუხს ვაგებ! მე დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან და აქაც რომ არ ვიყო, ლანჩხუთს ყურადღებას არ მოვაკლებ“.

მისი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი კი, დიდ გარიგებებზე საუბრობს: „ეს იყო დიდი გარიგება, პრინციპით –  ხელი ხელს ბანს: დავით ცინცაძეს (ანსამბლს „შავნაბადას“ ხელმძღვანელი) უნდა დახმარებოდნენ გიორგი უშიკიშვილის ადგილზე დანიშვნაში და ცინცაძე ლანჩხუთში ჭყონიას დაეხმარებოდა გამგებლობაში“. 

Humanrights.ge  „შავნაბადას“ ხელმძღვანელ დავით ცინცაძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ თემაზე კომენტარი სთხოვა: „ასე აღელვებული არცერთი კომენტარის მიცემისას არ ვყოფილვარ. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ზაზა ურუშაძე გამგებელი გახდა, მე მას კულტურის თემაზე ვესაუბრე, თუ რის გაკეთება შეიძლებოდა და ეს ჩემგან იყო მხოლოდ რჩევა. ახლაც, როცა ბორის ჭყონიას აქვს ლანჩხუთთან მიმართებით კარგი წინადადებები, რატომ არ დავუდგე გვერდით? თუ 22 დეკემბრის შემდეგ ვინმე ფიქრობს, რომ მე ვიქნები ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, სულ მცირე პოლიტიკურ სივრცეს აცდენილია და მისი საქმე პოლიტიკა არაა და არც სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გააჩნდეს, რადგან ეს თანამდებობა უკვე დაკავებულია“.

ახალი ამბები