კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ქუთაისში მიუსაფართა თავშესაფარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება

13 იანვარი, 2014
 

2014 წლის 9 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქუთაისში მიუსაფართათვის სპეციალურად გახსნილ თავშესაფარში. ამ დროისათვის თავშესაფარში განთავსებულია 4 ბენეფიციარი. მიუსაფართათვის გაშლილია 2 კარავი. 

ბენეფიციარების განმარტებით რამდენიმე ადამიანმა დატოვა თავშესაფარი გაუსაძლისი პირობების გამო. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ თავშესაფრის დათვალიერებისას გაირკვა, რომ კარვებში განთავსებულ ბენეფიციარებს უწევთ ანტისანიტარიულ პირობებში ყოფნა, არ არიან უზრუნველყოფილნი პირველადი მოხმარების საგნებით (კოვზი, ჩანგალი, თეფში) წვიმის დროს ჩამოდის წყალი. 

როგორც ცნობილია, თავშესაფრის მოწყობა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოხდა, შესაბამისად სახალხო დამცველი მოუწოდებს ქუთაისის მერიას თავშესაფარში სათანადო პირობების უზრუნველსაყოფად მეტი ყურადღება გამოიჩინოს.

ახალი ამბები