კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში რამდენიმე საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ

16 იანვარი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე იმ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოქალაქეებზე, მათი  პოლიტიკური შეხედულებების გამო სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდნენ. 

„მე არ ვითხოვ ვინმე საკანში მოთავსდეს, მაგრამ როცა ასეთი სიტუაციაა, იქნებ სამსახურიდან მაინც იქნენ დათხოვნილი ასეთ ადამიანები. ამაზე კი გუბერნატორმა მიპასუხა: მილიონ ნახევარ ადამიანს ვერ დავსჯითო, ესენი სისტემის მსხვერპლნი არიანო, რაზედაც შევეკამათე. სისტემის მსხვერპლად თუ განვიხილავთ ყველას, გარდა მთავარი ფიგურების, გამოდის, რომ ყველა ადამიანი დაუსჯელი უნდა დარჩეს,“- ამბობს მაია ჩხაიძე და ამატებს, რომ მისი აზრით გუბერნატორი გიორი  ჩხეიძე ნაციონალების გავლენის ქვეშაა და მოუწოდებს მას, რომ დროულად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ პრობლემაზე. 

თავად გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე კი ვინმეს ზეგავლენას გამორიცხავს: „გავიგე, რომ მაია ჩხაიძის აზრით, იმ ადამიანებმა, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში მუშაობდნენ, უნდა დატოვონ სამსახურები, რასაც ცხადია, არ ვეთანხმები. თუკი ადამიანი არ შეესაბამება კონკრეტულ თანამდებობას ცოდნით და კვალიფიკაციით, ეს სხვა თემაა და ამას ცალკე განხილვა სჭირდება.  ჩვენი აზრები, ამ შემთხვევაში არ დაემთხვა ერთმანეთს. თუ დამნაშავეა, არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ეს. მანამდე ადამიანი უდანაშაულოა“.

ახალი ამბები