კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინტერფრაქციული ჯგუფი გამგებლის წინააღმდეგ შეტანილ ადმინისტრაციულ საჩივარს იხილავს

17 იანვარი, 2014
 
ნინო გვარიძიშვილი კახეთი

საგარეჯოს საკრებულოში შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გამგებლის, გიორგი ლოლაძის წინააღმდეგ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა, რომელიც საგარეჯოს საკრებულოს ფრაქციებმა „თანადგომა ბიძინა ივანიშვილს“ და „დემოკრატებმა’’ წარადგინეს. ჯგუფი დასკვნას, დაკმაყოფილების, ან უარის თქმის შესახებ რამოდენიმე დღეში დადებს. 

12 ივნისს საგარეჯოს გამგებლისა და კიდევ სხვა 4 მაღაჩინოსანის წინააღმდეგ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და 80 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით დაიწყო სისხლისამარლებრივი დევნა, რომელიც  24 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ  შეწყვიტა. სისხლისმართლებრივი დევნის შესწყვეტის შესახებ შედგენილ დადგენილებაში  ნათქვმია, რომ გიორგი ლოლაძემ სისხლისამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა, თუმცა  აგრეთვე, აღნიშნულია,  რომ „გამოძიების საწყისი ეტაპისგან განსხვავებით, სახეზეა ვითარება, როდესაც აღარ არსებობს გიორგი ლოლაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებელი საჯარო სამართლებრივი ინტერესი’’. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ლოლაძეს სასმახურებრივი უფლებამოსილებაც შეუწყდა. 

სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ, თანამდებობიდან გათავისუფლებული საგარეჯოს გამგებელი,  საკრებულოს თავმჯდომარემ N197 ბრძანებით თანამდებობაზე აღადგინა, რამაც საკრებულოს წევრთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. 29 ნოემბერს, საგარეჯოს საკრებულოს ფრაქციებმა „თანადგომა ბიძინა ივანიშვილს“ და „დემოკრატები“ საკრებულოში გიორგი ლოლაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს. ზემოაღნიშნული ფრაქციების წარმომადგენელთა განცხადებით, აშკარად გამოკვეთილია ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტები, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამგებლის თანამდებობაზე აღდგენის კანონიერების საკითხს.  მათივე მოთხოვნით,  3 დეკემბერს შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც უნდა განიხილოს გიორგი ლოლაძის თანამდებობაზე აღდგენის ბრძანების შესაძლო გაუქმების საკითხი და შეისწავლოს გამგებლის საქმიანობა. ჯგუფს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ბუზარიაშვილი ხელმძღვანელობს, წევრები კი, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები ნიკო ნახუცრიშვილი, ვანო გრძელიშვილი და ვაჟა ბაზერაშვილი არიან. 

საქმის პირველი განხილვა 26 დეკემბერს გაიმართა, რომელზეც გამგებელის წარმომადგენელმა მიმდინარე პროცესის გადადება მოითხოვა. მისივე განცხადებით, მას განსახილველი საქმის შესასწავლალად არ ჰქონია გონივრული ვადა და ამჟამად,  მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ ფლობს სათანადო ინფორმაციას.

თავად გიორგი ლოლაძე მიმდინარე პროცესს არ დასწრებია. მისმა ადვოკატმა ლელა მარიდაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საგარეჯოს გამგებელი  იმყოფება ბიულეტინზე ჯანმრთელობის მდგომარებოს გამო: ,,მომჩივანი მხარე ითხოვდა ერთად განგვეხილა როგორც ბატონი გიორგის თანამდებობაზე აღდგენის, ისე მისი საქმიანობის კანონიერების ფარგლები, თუმცა ერთდროულად ორი საკითხის განხილვა სამართლებრივად შეუძლებელია. რაც შეეხება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხს, ვთვლით, რომ აღნიშნული მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და გადაწყვეტილებაც სავარაუდოდ შესაბამისი იქნება.“

ახალი ამბები