კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი აღადგინეს

22 იანვარი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი აღადგინეს. როგორც ახმეტის სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა გია უძილაურმა განაცხადა ხეობაში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაბრუნების გადაწყვეტილება სამედიცინო პუნქტის შენობაში რემონტის ჩატარების შემდეგ მიიღეს.

„სოფელ დუისში, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დაბრუნების გადაწყვეტილება სოფელში არსებულ სამედიცინო პუნქტში შესრულებული მცირე სარემონტო სამუშაოების შემდეგ მივიღეთ. ადრეც ვამბობდი და ეხლაც მინდა ავღნიშნო, რომ იმ პირობებში, რაც პუნქტისთვის განკუთვნილ შენობაში იყო შექმნილი, შეუძლებელი იყო მუშაობა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც ვესაუბრე და ელემენტარული პირობების შექმნა ვთხოვე. ახლა ერთი მანქანა ხეობის სოფლებისთვის დუისიდან მუშაობს“, – განაცხადა გია უძილაურმა.

დუისში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების პუნქტი დაახლოებით 1 თვის წინ, შესაბამისი შენობის არარსებობის გამო გაუქმდა.  პანკისის ხეობაში ათზე მეტი სოფელია და იგი ეთნიკური ქისტებით არის დასახლებული. ახმეტიდან სოფელ დედისფერულამდე, ხალაწნამდე, ბირკიანამდე, მისვლას 30 წუთზე მეტი სჭირდება. სოფელ ხადორამდე კი, რომელიც პანკისის ხეობის ბოლო სოფელია, რაიონული ცენტრიდან მისასვლელად ერთი საათია საჭირო.

ახალი ამბები