კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი მთავარი პროკურორი დაინიშნა

23 იანვარი, 2014
 
სივილ ჯორჯია

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურორად 21 იანვარს გიორგი ბადაშვილი დანიშნა, რომელიც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

32 წლის გიორგი ბადაშვილი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი 2013 წლის 22 ნოემბერს გახდა. მანამდე, 6 თვის განმავლობაში ის  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სანამ 2013 წლის მაისში შსს-ში გადავიდოდა, ბადაშვილი 2006 წლის ივლისიდან  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა.

"მთავარი პროკურორის კანდიდატურისა და ზოგადად პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეირჩა მისი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და კარგი რეპუტაციის მიხედვით", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც ბადაშვილს 2003 წელს დაამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ამ გაცხადების გამოქვეყნებამდე გავრცელდა იუსტიციის სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კანონის შესაბამისად, 21 იანვარს "პრემიერ-მინისტრთან გამართული ერთობლივი კონსულტაციების შედეგად“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად გიორგი ბადაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

ახალი ამბები