კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთში საარჩევნო პლაკატები ჯერ კიდევ ჩამოუხსნელია

23 იანვარი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის ვადა უკვე კარგა ხანია გავიდა, ლანჩხუთში საარჩევნო პლაკატებს დღემდე ნახავთ.

კოდექსის აღნიშნული მუხლი შესაბამის საარჩევნო სუბიექტს ავალდებულებს, რომ პლაკატი საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღეში ჩამოხსნას, „წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“.

Humanrights.ge იმის გასაკრვევად, თუ რატომ არაა დღემდე პლაკატები ჩამოხსნილი, პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებს დაუკავშირდა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გვითხრეს, რომ პლაკატებს ეტაპობრივად ხსნიან. თუმცა, როცა დავაკვირდით, აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილის პლაკატები ძირითადად, ქალაქის ცენტრშია ჩამოხსნილი, სოფლებსა და პერიფერიებში კი პლაკატები არავის მოუხსნია.

ნინო ბურჯანაძის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ამბობს რომ პლაკატებს ეტაპობრივად ხსნიან.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა ამბობს, რომ ეს საქმე მათ „ქართული ოცნების“ წევრებმა გაუადვილეს, რადგან ბაქრაძის პლაკატები მათ ჩამოხსნენს.  თუმცა ქალაქის ცენტრში, ბაქრაძის პლაკატებს დღესაც არაერთ ადგილზე შეხვდებით.

Humanrights.ge–თან საუბარში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძე ამბობს, რომ პლაკატების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია.

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი კი დაგვპირდა, რომ ამ საკითხს აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას და თუკი ვადები დარღვეულია, შესაბამის სუბიექტებს ჯარიმებიც დაეკისრებათ.

ახალი ამბები