კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის რაიონში ყალბი რუსული მართვის მოწმობის გაცემის ბრალდებით მამაკაცი დააკევეს

27 იანვარი, 2014
 
 მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

გურჯაანიის მუნიციპალიტეტის   სოფელ ველისციხეში, ყალბი რუსული მართვის მოწმობის გაცემის ბრალდებით სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს. საოლქო პროკურატურის პროკურორის გიორგი ლილუაშვილის განაცხადებით, ბრალდებულს საქართველოში მართვის მოწმობები რუსეთის ფედერაციიდან არალეგალურად შემოჰქონდა და სხვადასხვა თანხის სანაცვლოდ ასაღებდა.
„კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, კერძოდ, რუსეთის მოქმედი მართვის მოწმობების გასაღების ფაქტზე. დაკავებული იქნა ერთი პიროვნება, რომლის ჩხრეკის დროსაც აღმოჩენილ იქნა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, მართვის მოწმობა. ასევე დაკითხული იქნენ პირები, რომლებზეც ეჭვმიტანილმა  მართვის მოწმობების გასაღება სხვადასხვა თანხის სანაცვლოდ მოახდინა“, – აღნიშნა გიორგი ლილუაშვილმა.

გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა – გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 362– ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები