კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ლანჩხუთის გურია“ საჯარო ინფომრაციას არ გასცემს

27 იანვარი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

ა(ა)იპ „ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბი გურია“ წლებია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.  2013 წლის 12 დეკემბერში  ა(ა)იპ „ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ გურიას“ დირექტორს, კობა მირზაშვილს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ოფიციალური განცხადებით მიმართა.  განცხადებაში ორგანიზაცია ითხოვდა, 2013 წლის ნოემბრის თვეში ლანჩხუთის საკრებულოს მიერ კლუბისთვის გაცემული 85 ათასი ლარის ხარჯვის დეტალურ  მონაცემებს,  ინფორმაციას, ხელშეკრულებით აყვანილი ყველა პირის (ფეხბურთელები, მწვრთნელები, პერსონალი და ა.შ)  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული ვადის დაწყების, ვადის დასრულების და დარიცხული თვიური ხელფასის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი ვადები ერთი წლის წინ ამოიწურა, პასუხი საჯარო ინფორმაციაზე ორგანიზაციას ამ დრომდე არ მიუღია. 
დაირღვა თუ არა კანონი ხსენებული ა(ა)იპ-ისგან, ამ შეკითხვით მივმართეთ საია-ს ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს, თამაზ ტრაპაიძეს: „ამ კონკრეტულ შემთხვევაში ა(ა)იპ-მ  დაარღვია „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავი, რომელიც საჯარო ინფორმაციას ეხება. დარღვეულია ყველანაირი ვადა, რაც ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებითაა დაკანონებული. აღნიშნულის თაობაზე შეგიძლიათ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანოთ სასამართლოში“, გვითხრა ტრაპაიძემ.

ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მე-40 მუხლში წერია: „1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10  დღისა.  

ახალი ამბები