კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ტელეარხ 25-ს” დირექტორი მთავრი პროკურატურის ზეწოლაზე საუბრობს

27 იანვარი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ტელეკომპანია „ტელეარხი 25“-ის დირექტორი გიორგი სურმანიძე საქართველოს მთავარ პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოფიციალური წერილით, სურმანიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საელჩოებს მიმართა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2013 წლის 17 დეკემბერს „ტელეარხ 25-ს“ დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი სურმანიძე და მფლობელი ჯემალ ვერძაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს: „საღამოს მისულები, დილის ხუთ საათამდე გაგვაჩერეს, ყოველგვარი დაკითხვის ოქმის გაფორმებისა და შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე“. 

სურმანიძის განცხადებით, მთავარი პროკურატურის გამომძებლები და მაღალჩინოსნები, მათგან კონკრეტული გვარების დასახელებას ითხოვდნენ: „ისინი ჩვენგან მოითხოვდნენ დაგვედასტურებინა, თითქოს 2012 წლის 24 თებერვალს ტელეარხ 25-ის წილების გასხვისება მოხდა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების პირველი პირების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით. მოითხოვდნენ დაგვესახელებინა ზურაბ ადეიშვილის, დავით ჩხატარაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის გვარები, რომლებიც ე.წ. „დანაშაულებრივი გარიგების“ ორგანიზატორებად და მფარველებად უნდა წარმოგვეჩინა. თუ მათ დავალებას არ შევასრულებდით, ყველაფერს დავკარგავდით და მთელ ცხოვრებას ციხეში გაგვატარებინებდნენ“. 

„ტელეარხ 25-ს“ დირექტორი მთავრი პროკურატურის ქმედებას მედიაზე ზეწოლად აფასებს: „ვფიქრობთ, ჩვენების ჩამორთმევისა და მოწმეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ზემოაღნიშნული მეთოდები, ან ანგარიშების დაყადაღების მეშვეობით საარსებო წყაროების გადაკეტვა, სცდება ხელისუფლების მიერ გაცხადებულ კეთილშობილურ კურსს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები