კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სატელეფონო კომუნიკაცია და ინტერნეტი ახალგორში

29 იანვარი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალგორში რუსული სატელეფონო ქსელი “მეგაფონი” შესამჩნევად მოძლიერდა.  აქ, “მაგთისა” და “ჯეოსელის” ნომრების პარალელურად “მეგაფონის” ნომერი, რომლის ინდექსიც ცალკე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ტერიტორიისთვის 929 არის, თითქმის ყველას აქვს. “მეგაფონის” ინტერნეტმა კი ფატქობრივად ყველა ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი დაამარცხა. 
   
ქართული სატელეფონო ქსელებიდან, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ცხინვალიდან სამუშაოდ ან საცხოვრებლად ჩამოსული პირებისთვის, ყველაზე პოპულარული “მაგთია”, “ჯეოსელი”  და “ბილაინი” კი, იშვიათად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ ქსელებს ჯერ კიდევ ომამდე ახალგორის მთელ რაიონში ცუდი დაჭერა ჰქონდა.  

ადგილობრივებს “მეგაფონის” ნომერი ახალგორსა და ცხინვალში ძირითადად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჩინოვნიკებთან დასარეკად სჭრიდებთ. მათ ქართული ნომერი არ აქვთ. რამდენადაც ქართულ სატალეფონო ქსელებს რუსულ-ოსური მეგაფონი დაბლოკილი აქვთ, “მაგთის”, “ჯეოსელის” ან “ბილაინის”  ნომრით ოსურინდექსიან (929) მეგაფონზე დარეკვა გამორიცხულია. შესაბამისად, “მეგაფონის” ნომერზე დარეკვა “მეგაფონის” ნომრითვე უწევთ, რაც გაცილებით იაფია. სწორედ სიიაფის  გამო ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ახალგორის მცხოვრებლები, იმის მიუხედავად, რომ “მაგთის” ნომრები აქვთ, ერთმანეთს “მეგაფონით” უკავშირდებიან და ესაუბრებიან. 

მაშინ, როცა ქართულ მობილურ სატელეფონო ქსელებს ახალგორში დაჭერა, შეიძლება ითქვას, თავისუფლად აქვთ, ახალგორში ერთადერთი ნორმალური ინტერნეტ-პროვაიდერი  უკვე “მეგაფონია”. 

წამოსაწყებად 1 გეგაბაიტი, რომელსაც “ლაითი” ჰქვია”, 350 რუბლი (18 ლარი და 20 თეთრი) ღირს, 3 გეგაბაიტი ანუ მედიუმი – 550 რუბლი (26 ლარი), 6 გეგაბაიტი, სახელწოდებით “პროგრესული ინტერნეტი”, 900 რუბლი (46 ლარი, 80 თეთრი). 

ყოველ ტარიფს ინდივიდუალური შემოწმება სჭირდება. თუმცა ეს - მობილური ტელეფონის შემთხვევაში. პლანშეტის პირობებში თანხის დაკლებას ინტერნეტის სიჩქარის შენელბით უნდა მიხვდე. ყველაზე ოპტიმალური 900 რუბლიანი ინტერნეტია. ასეთ შემთხვევაში არათუ მუსიკისა და ვიდეოების გახსნა, ფილების ყურებაც შესაძლებელია. საგულისხმოა, რომ დაზოგვას აზრი პრაქტიკულად არ აქვს, რადგან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ დარჩენილი თანხა გიუქმდებათ. თუკი აღნიშნულ პაკეტს თვის განმავლობაში მთლიანად ვერ მოიხმართ, მაშინ, როგორც მეგაფონის ოფისში განმარტავენ, 100 რუბლით უნდა გააქტიუროთ.  
ინტერნეტისთვის მომხმარებელს შეუძლია მეგაფონის მოდემი იყიდოს, რომელიც 60-70 ლარამდე (1346 რუბლი) ეკვივალენტი რუბლებში ღირს, ან მეგაფონის მობილური ტელეფონის სიმ-ბარათზე ჩარიცხოს, ან პლანშეტში მიკრო სიმ-ბარათზე გააქტიუროს.

მოდემის შემთხვევაში სხვადასხვა პაკეტებია: 13 გეგაბაიტი 1 300 რუბლი (66 ლარი, 60 თეთრი) ღირს, 20 გეგაბაიტი – 1 600 რუბლი (83 ლარი, 20 თეთრი). 

ყიდვაც და ჩარიცხვაც რაიონის ცენტრის ბანკის ახალგარემონტებულ შენობაში განთავსებულ მეგაფონის ოფისში ხდება. 
რაიონში ადგილობრივებმა ინტერნეტისთვის უკვე “მაგთიც”, “ჯეოსელიც” და “ბილაინიც” გამოსცადეს. ერთ ხანს “მაგთის” მოდემი საკმაოდ აქტუალური იყო. მაგრამ ახლა “მაგთის” საშუალებით  მობილური ტელეფონის მეშვეობით ინტერნეტში შესვლა უკვე აღარავის სურს, რადგან აღნიშნული ქსელი საინტერნეტოდ კარგად არ იჭერს. 
 
“ჯეოსელსა” და  “ლაი-ლაის” ახალგორში დაჭერა ყოველთვის უჭირდა. უმეტეს შემთხვევაში გარკვეული ადგილები უნდა გამონახო, რომ ტელეფონზე შუა ლაპარაკისას არ გაგეთიშოს. ინტერნეტიც მობილურ ტელეფონზე იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ ასეთ წერტილს დაიჭერთ. 

რაც შეეხება “ბილაინს”, ახალგორში თვითონ სატელეფონო ქსელი ნორმალურად იჭერს, თუმცა არც თუ ისე ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ინტერნეტ “ბილაინით” კი მობილური ტელეფონებიდან ან პლანშეტებში მიკრო-ბარათებით იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ გარკვეულ ადგილებსა და წერტილებს შეარჩევთ.  

აღსანიშნავია, რომ სატელეფონო ქსელები მაგთი, ჯეოსელი და ბილაიანი ზუსტად ისევ ისე იჭერს, როგორც 2008 წლის ომამდე იყო. 

ასე წერტილების შერჩევა და ქართული ინტერნეტ-პროვაიდერების დატესტვა ფაქტობრივად ადგილობრივებს გამოცდილი აქვთ და მობეზრებულიც. ყველა, ვინც სერიოზული ინტერნეტ-მომხმარებელია და გარდა სოციალურ ქსელებში შესვლა-დათვალიერებისა, მუსიკას ტვირთავს, ვიდეოებს ხსნის, ფილმებს უყურებს, მეგაფონით სარგებლობს, ასეთებს ან მეგაფონის მოდემი აქვთ, ან პლანშეტი. პლანშეტისთვის რამდენადაც მიკრო სიმ-ბარათები მეგაფონს არ აქვს, მომხმარებელს ოფისში სპეციალური საჭრელით სიმ-ბარათს კონსულტანტ-ოპერატირი უჭრის და გადაჭრილი სიმ-ბარათის პლანშეტში ან მობილურ ტელეფონში (რომელიც მხოლოდ მიკრო სიმ-ბარათს საჭიროებს) განთავსებაში თვითონვე ეხმარება.

გარდა სატელეფონო ქსელებისა ადგილობრივებმა სილქ-ნეტის მოდემიც 80 (ფასდაკლებით 60) ლარიანი მოდემიც მოსინჯეს. მათგან ზოგიერთს ნაწილობრივ (მხოლოდ საიტების დათვალიერებით შემოიფარგლებოდნენ) გამოადგა, ზოგს კი – საერთოდ არა.

ახალი ამბები