კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უუფლებო დაზარალებულები

31 იანვარი, 2014
                            ნინო დევიძე

2013 წლის 30 ნოემბერს, ხაშურის რაიონში მოკლული გიორგი ხვედელიძის მამა გორის სამხარეო პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ის საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, თუმცა დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულს სამართალწარმოების პროცესში თითქმის არანაირი უფლებები არ გააჩნია. 

დაზარალებული ალექსანდრე ხვედელიძე „humanright.ge“ -თან საქმის მსვლელობის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ 5 დღის წინ დაიწყო მოწმეთა დაკითხვა: „სანამ იუსტიციის სამინისტროდან წერილი არ მიუვიდათ, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე მონიტორინგზე ყავდათ აყვანილი, მანამდე საქმეს აჭიანურებდნენ. საქმის მთავარი მოწმე დღემდე არ ყავთ დაკითხული და პირი კი, რომელმაც მკვლელს ხელი დააფარა თავისუფალია. არა და მის ჩვენებაში გარკვევით წერია, რომ დანაშაულის თანამონაწილეა“.

გარდაცვლილის მამა საქმიდან პროკურორის აცილებას მოითხოვს: „მკვლელმა დანაშაული აღაირა, პროკურორი კი მეუბნება მკვლელობის მოწმე არ არსებობას და არ არის გამორიცხული, დამნაშავე გამართლდესო. მივმართავ მთავარ პროკურორს, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურორი გარკვეული მიზეზების გამო, ტენდენციურია და ვითხოვ ამ საქმის სხვა პროკურორისთვის გადაცემას“.

ალექსანდრე ხვედელიძე სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულების უუფლებობასაც უსვამს ხაზს: „დღესდღეობით, საქართველოში დაზარალებულს არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ გააპროტესტო იმის უფლებასაც არ გვიტოვებენ.  საქმე რომ აღიძრა, არც კი შემატყობინეს, მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ მე თვითონ მივედი პროკურატურაში, იქნებ გამაგებინოთ რა ხდება საქმესთან დაკავშირებით - მეთქი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ ამ საქმეში გამოძიების ვადები დარღვეული არ არის. „ეს ამბავი  ნოემბრის ბოლოს მოხადა, შესაბამისად  ორ თვეში გამოძიება ისე ვერ დასრულდება. სასამართლო სხდომა თებერვლის ბოლოსაა ჩანიშნული, იქამდე კი, გამოძიება კვლავ გაგრძელდება. სამწუხაროდ, ახალი კანონმდებლობით,   დაზარალებული არ წარმოადგენს მხარეს, შესაბამისად, მისი უფლებები სამართალწარმოების პროცესში, ძალიან შეზღუდულია“.

ახალი ამბები