კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ უჩა ნანუაშვილის სარჩელი განიხილა

31 იანვარი, 2014

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეების, უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელი განიხილა, სადაც მოსარჩელე მხარეები საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესის შეცვლას მოითხოვენ. უჩა ნანუაშვილის განმარტებით იმ საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც თავმოყრილია ყველაზე მეტი ამომრჩეველი, კონკრეტულად კი ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანის, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის ოლქებში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  1,443,564  შეადგენს, რაც საქართველოს საერთო ამომრჩევლის 40 პროცენტს წარმოადგენს. მათი შეჯამებით კი ნანუაშვილის თქმით ოლქებში არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატთა საერთო რაოდენობას, ვიღებთ 11, იმ დროს როდესაც მათი რიცხვი, თუ საარჩევნო სისტემა იქნებოდა სამართლიანი, დაახლოვებით 29 დეპუტატს უნდა წარმოადგენდეს. 

სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა არჩევნების ძირითად პრინციპზე და ხაზი გაუსვა კონსტიტუციაში არსებულ მუხლებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს; „საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლში მოცემულია ე.წ. დემოკრატიულობის ანუ “ხალხის მმართველობის”  ძირითადი პრინციპი, რომლის შესაბამისად, “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.”  კონსტიტუციის იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეები “…თავის ძალაუფლებას ახორციელებენ რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების…”, პირველ რიგში კი - საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. 

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში - საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები”  და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” - არის აღნიშნული, “...იმისათვის,  რომ  შედგეს “ხალხის  მმართველობა”,  ხალხმა  უნდა  მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია”. ამრიგად, ზუსტად არჩევნები წარმოადგენს იმ უმთავრეს ინსტიტუციურ მექანიზმს, რომელსაც “მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია” , განსაკუთრებით კი - წარმომადგენლობითი დემოკრატია. 

იმისათვის, რომ არჩევნები შედგეს, არჩევნების სამართლიანობის ხარისხის განმსაზღვრელ, სხვა ძირითად პრინციპებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის, თუ რამდენად ადეკვატურად ხდება ამომრჩევლის პოლიტიკური ნების ასახვა შესაბამისი საარჩევნო პროცედურის მეშვეობით, საპარლამენტო შედეგში – მანდატებში.“ 

აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი მომზადებული იქნა, 2012 წლის დეკემბერში, რა დროსაც უჩა ნანუაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები