კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანდრო ბარნოვი – ეს არის პუტინის პრესტიჟის ოლიმპიადა

3 თებერვალი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

"არა სოჭის ოლიმპიადას" - ამ შინაარსის აქცია  მოძრაობამ "დამოუკიდებლობისათვის და ინტეგრაციისთვის"  თელავიდან დაიწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები თელავის იუსტიიცს სახლთან შეიკრიბნენ და სოჭის ოლიმპიდაზე ქარველი სპრტსმენების მონაწილეობა გააპროტესტეს. აქციაზე იმყოფებოდა ანდრო ბარნოვი, რომელმაც ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველომ საბოლოდ უნდა თქვას უარი რუსეთის ოკუპაციაზე და ევროპული არჩევანი გაკეთოს: "ეს ოლიმპიადა არის პუტინის პრესტიჟის ოლიმპიადა და სხვას არაფერს ემსახურება იგი. ჩვენს ხელისუფლებას შეძლო, რომ ეს  გამოეყენებინა იმისათვის, რომ ოკუპაციის თემა ძალიან მაღლა ყოფილიყო აწეული და პოლიტიუკურად ჩვენ, როგორც სახელმწიფოს მიგვეღო ძალიან დიდი სარგებელი. მაგრამ სიჩუმე, რომელსაც ხელისუფლება ავლენს მხოლოდ და მხოლოდ საფრთხეებს გვიმატებს,“ – განაცხადა ექს პრეზიდენტის  ადმინისტრაციის  ყოფილმა უფროსმა.
 
მსგავსი სახის აქციები თელავის გარდა საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა.

ახალი ამბები