კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომისიის თავმჯდომარე ახალ შემადგენლობას აკომპლექტებს

7 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
 
ქუთაისის მერიის თანამშრომელთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის ახალი თავმჯდომარე კომისიაში ცვლილებებს გეგმავს. დავით დვალის გადაწყვეტილებით, საჭიროა კომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდეს და შესაბამისად, მუშაობას განახლებული შემართებით შეუდგეს.

მან უკვე დაითხოვა კომისიის ძველი წევრები. ბათილადაა გამოცხადებული, ასევე, ყოფილი თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის ბრძანება, კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი მანიჭებს უფლებას კომისიის წევრები ერთპიროვნულად შევარჩიო, ვფიქრობ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოვისმინო მათი რეკომენდაციები და მხოლოდ ამის შემდეგ დავაკომპლექტო კომისია,“- აცხადებს დავით დვალი.
საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ახალი ამბები