კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

10 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების პატიმრები სხეულის დაზიანებებით გვიან ღამით, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში დაწესებულებასთან მათი ახლობლები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილი. 

ციხეში განვითარებული მოვლენების გამო, ბოლო რამდენიმე დღეა იქ იმყოფებიან სახალხო დამცველის რწმუნებულები. მათი განმარტებით, პატიმრები დაწესებულებაში არსებულ არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ და ციხის ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით 800-მდე პატიმარი უკვე ერთი კვირაა შიმშილობს.

მათი ინფორმაციით, წესრიგის დამყარების მიზნით, ციხეში სპეცრაზმი აპირებდა შესვლას. თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურდა. 

"ჩვენ ადგილზე შევისწავლეთ ვითარება. გავესაუბრეთ როგორც პატიმრებს, ისე მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაწესებულებასთან არიან შეკრებილი. ასევე, შევხვდით ადმინისტრაციას, რომელმაც განაცხადა, რომ სპეცრაზმის შესვლა ციხეში არ იგეგმება. პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ. მათი მოთხოვნაა, მოხდეს ციხეში არსებული ვითარების გამოძიება. პროტესტის ნიშნად მათ მიიყენეს თვითდაზიანებები", - განაცხადა სახალხო დამცველის რწმუნებულმა იმერეთში გიორგი ლაბაძემ.

ახალი ამბები