კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რის ხარჯზე მოემატათ იძულებით გადაადგილებულ პირებს შემწეობა

10 თებერვალი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილებს  სახელმწიფო ელექტრო-ენერგიის გადასახადს აღარ დაუფარავს. აღნიშნული ცვლილება პირველი მარტიდან ამოქმედდება.  ხელისუფლება იძულებით გადადგილებულ პირებს ყოვეთვიურად ოჯახზე 100 კილოვატ ელექტრო-ენერგიის შეღავთს უკეთებდა, რომელიც ერთ თვეში შეუწყდებათ. პირველი მარტიდან ასევე იმატებს დევნილთა ყოველთვიური შემწეობა.  თუ აქამადე იძულებით გადაადგილებული პირი  28 ლარს იღებდა,  მარტიდან  45 ლარს მიიღებს. აღნიშნული ცვლილება იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ კანონში შევიდა. ყოველთვიური კონპენსაციის გაზრდის პარალელურად, მოიმატა დევნილების ხარჯმაც. იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრო-ენერგიის საფასურის გადახდა მოუწევთ  28 ლარიდან 45 ლარამდე გაზრდილი დახმარება მათ მდგომარებაზე დადებითად ვერ აისახება. 

,,ვართ დამოკიდებული ელექტრო-ენერგიაზე, ღუმელის დადგმის საშუალება არ გვაქვს. რა გავაკეთო ჩემი 60 ლარით“- აცხადებს ცხინვალიდან  დევნილი თინა ლეჟავა, რომელიც სასტუმრო „ქართლში“ ცხოვრობს. ლეჟავას მსგავსად, დევნილების უმეტესობა გასათბობად ელექტრო-ენერგიას იყენებს.

იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან 100 კილოვატი ელექტრო-ენერგიის შეღავათის გაუქმების შემდეგ, კომპაქტურ ჩასახლებებში დამონტაჟებული კომუნალური მრიცხველები ინდივიდუალურით   უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, მოხმარებული ელექტრო-ენერგიის დაფარვასთან დაკავშირებით, დევნილებს შორის გაურკვევლობა მოხდება. 

ციალა თინიკაშვილი, დევნილი : ,,ინდივიდულური გამრიცხველიანება დიდ პრობლემებს აგვაცილებს, იყო შემთხვევა როდესაც ჩხუბიც კი მოგვსვლია ერთმანეთში, არა შენ მეტი დაწვი, მე ნაკლებიო.“
ყოველთვიური შემწეობის 28 ლარიდან  45 ლარამდე გაზრდისა და ელექტრო-ენერგიის გადასახადზე სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეღავათების გაუქმების შესახებ, ინფორმაცია  გორში სასტუმრო „ქართლში“ შესახლებულ დევნილებს  სამინისტროს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თამაზ გვიმრაძის განმარტებით, უკვე დაწყებულია ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

თამაზ გვიმრაძე: ,,შეწყდება სუბსიდირება იმ ობიექტებისა სადაც სახელმწიფო იხდიდა ელეტროენერგიის საფასურს. თითოეული დევნილი გაზრდილი შემწეობიდან დაფარვს მოხმარებული ელექტრო-ენერგიის ხარჯს.  სამინისტრომ ,,ენრგო პრო-ჯორჯიასთან“ შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ მოხდეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რათა გაუგებრობა თავიდან იქნეს აცილებული და თითოეულმა დევნილმა ოჯახმა ინდივიდუალურად გადაიხდოს მოხმარებული ელექტრო-ენერგიის საფასური“.

გორში სასტუმრო „ქართლის“ შენობაში 82 დევნილი ოჯახია შესახლებული. 139 დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოსადგურის შენობში და მეჯვრისხევის ფაბრიკაში. იძულებით გადადგილებული პირების დიდი ნაწილი კი, კვლავ საბავშვო ბაღის შენობებში რჩება. 

ახალი ამბები