კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის საკრებულოში მერვე ფრაქცია შეიქმნა

13 თებერვალი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი,კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერვე ფრაქცია „სამოქალაქო ინიციატივები“ შეიქმნა. ფრაქციაში საკრებულოს სამი წევრი გაერთიანდა და მას პაატა ჯოხაძე უხელმძღვანელებს. ფრაქციაში ანაზღაურებადი მხოლოდ თავმჯდომარის თანამდებობაა. ყოველთვიური ხელფასი 1350 ლარს შეადგენს. 8 ფრაქციის შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს 129 600 ლარი დაუჯდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი   არ გამორიცხავს, რომ ფრაქციები მაღალი ანაზღაურების გამო იქმნებოდეს, თუმცა მისი თქმით, კანონით, დეპუტატს ფრაქციის შექმნა შეუძლია და ამას ვერ აუკრძალავს.

„რაც მოვიკითხე და ჩემთვის გახდა ცნობილი,  ფრაქციები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ, მართავენ სხდომებს, რისი ოქმებიც არსებობს, აქტიურად არიან ჩართულნი საკრებულოს მუშაობაში,“ – განაცხადა ავთანდილ ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, საკრებულოში ფრაქციების გარეთ სამი წევრი კიდევ არის დარჩენილი, რომლებსაც ასევე შეუძლიათ გაერთიანდნენ  და მეცხრე ფრაქცია შექმნან, თუმცა  ავთანდილ ზარდიაშვილი კიდევ ერთი ფრაქციის შექმნას გამორიცხავს, რადგან საკრებულოს სამივე წევრს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 3 ფრაქცია არსებობდა. საკრებულოში შემდეგი ფრაქციებია შექმნილი: ფრაქცია „რესპუბლიკელები“, „გურჯაანი“, „დემოკრატიული საქართველო“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „კახეთი ღვინის გზა“, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, „მაჟორიტარები“ და „სამოქალაქო ინიციატივები“.

ახალი ამბები