კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვიცე-მერმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა

17 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 
  
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ვიცე-მერისგან განცხადება მიიღო, სადაც დაკისრებულ მოვალეობაზე უარს აცხადებს. "ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქალაქის მერის მოვალეობის შესრულება დამეკისრა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულის გამო უარს ვაცხადებს შევასრულო დაკისრებული მოვალეობა" - ამ განცხადებით მიმართა ნიკო კაჭკაჭიშვილმა თამაზ მარგველაშვილს.

მას მერის მოვალეობის შესრულება მას შემდეგ დაეკისრა, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება N152-ის საფუძველზე შოთა მურღულიას მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეუჩერდა.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ისევე როგორც საზოგადოების სხვადასხვა წრეებში, კაჭკაჭიშვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ მარგველაშვილის უკანონო გადაწყვეტილება მურღულიას გათავისფლებასთან დაკავშირებთ, უახლოეს პერიოდში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე აღმოიფხვრება.

"ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პუნქტი 2-ის თანახმად, საკრებულოს სხდომის მოწვევის გარეშე თავმჯდომარეს არ აქვს უფლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს ქალაქის მერი. ამდენად, გადაწყვეტილება უკანონოა", - აცხადებს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი გიორგაძე.

ახალი ამბები