კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

17 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი  

თანამდებობის დატივების გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ მას შემდეგ მიიღო, რაც მის ბრძანებას მერის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლების შესახებ საპროტესტო აქციები მოჰყვა. თამაზ მარგველაშვილს არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კაბინეტის კარები აუჭედეს და მოუწოდეს გადამდგარიყო.

"ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც პირნათლად შევასრულე ჩემი საქმე და დაკისრებული მოვალეობა", - ასეთი კომენტარი გააკეთა მარგველაშვილმა თანამებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ.

მისი გადადგომა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეკრებილმა ათობით ადამიანმა ზარზეიმით აღნიშნა. ისინი მთელი დღის მანძილზე მოუწოდებდნენ მარგველაშვილს თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. 

"სიბნელის ხანა ქუთაისში დასრულდა. ასეთი პროცესები ამ ქალაქში აღარ განმეორდება", - აღნიშნა "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მანანა მიქაძემ. იგი მარგველაშვილის გადადგომას ქუთაისელების "ერთად დგომის" შედეგად მიიჩნევს. 

ახალი ამბები