კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

24 თებერვალი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქმე ეხება 2007 წლის 14 სექტემბრის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულების გაუქმებას, რომლის მიხედვით დეპუტატებმა მარლენ ნადირაძე  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. საკრებულოს აღნიშნულ განკარგულებას წინ რამდენიმე დღიანი პოლიტიკური მოვლენები უძღოდა.  

2007 წლის სექტემბრის დასაწყისში  ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელებმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძარობის“ პარტიული მანდატები საჯაროდ დახიეს  და ოქრუაშვილის პარტიას შეუერთდნენ. სწორედ პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს მის გადაყენებაში მარლენ ნადირაძე, რომელსაც რამდენიმე დღეში სამართალდამცველები აკავებენ და სასამართლო სისხლის სამართლის მუხლით, კერძოდ ქრთამის აღების ბრალდებით ასმართლებს.  მარლენ ნადირაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს,  რომ პოლიტიკური  ნიშნით მოხდა მისი დაკავება და გასამართლება. ნადირაძემ  პენიტენციალური სისტემა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.  მარლენ ნადირაძემ 2007 წლის სექტემბრის თვეში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების მიერ იპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით  ადმინისტრაციული დავა დაიწყო და 14  სექტემბრის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ნადირაძე humanrights.ge-სთან საუბრისას რამდენიმე აქცენტს აკეთებს. მათგან უსამართლობის მთავარ არგუმენტად ის მოჰყავს, რომ საკრებულოს დეპუტატებს  აიძულეს  ცარიელ ფურცელზე ხელი მოეწერათ  და საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისთვის  იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ.  
„ეს ყველაფერი უკავშირდება 2007 წლის სექტემბრის მოვლენებს. საკრებულოს სხდომის ჩატარების საშუალება არ მოგვცა ძალოვნების ნაწილმა და არაფორმალურმა ნიღბიანმა ჯგუფებმა.  ამის შემდეგ მოხდა გასვლა ნაციონალური მოძრაობიდან და საჯაროდ ნაციონალების მანდატების დაჭრა. დაიწყო  ჩემი  და   საკრებულოს დეპუტატების დევნა. ჩაკეტეს შენობებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა დეპუტატები და აიძულეს ჩემს გადაყენებებაზე  მოეწერათ ხელი. როგორც შემდგომ გაირკვა ეს სჭირდებოდათ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად,ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თვენახევრის შემდეგ მოხდა ჩემი დაკავება სისხლისსამართლის საქმეზე, ქრთამის აღების მუხლით. ვითომ მე მეწარმეს ვაიძულებდი ტელევიზორები ეყიდა, რაც სრული აბსურდია“ - ამბობს ნადირაძე. 

მარლენ ნადირაძის გადაყენების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარედ   ნაციონალური მოძრაობის სიით გასული წევრი,  ზვიად ხმალაძე აირჩიეს, რომელიც ექვსი წლის განვითარებულ მოვლენებში მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. 

,,ეგ ვიცი, რომ დააკავეს მარლენ ნადირაძე და საკრებულომ გამოუცხადა იმპიჩმენტი და ამირჩია მე. ჩემზე არ ყოფილა ზეწოლა და არც ჩემი მხრიდან სხვა დეპუტატებზე, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ  ამ საქმეზე. სულ ესაა რაც ვიცი,“-  აცხადებს  humanrights.ge-სთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრი, საკრებულოს დეპუტატი ზვიად ხმალაძე. 

მარლენ ნადირაძემ ადმინისტრაციული საქმის წარმოება გორის რაიონულ სასამართლოში დაიწყო.  საქმეს მოსამართლე დავით პაპუაშვილი იხილავდა. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ საკრებულოს იმჟამინდელი დეპუტატები. მათ  დაადასტურეს, რომ ღამის საათებში პოლიციის ზეწოლის შედეგად მოაწერეს ხელი ცარიელ ფურცელზე, რომელიც საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაირკვა, რომ მარლენ ნადირაძის იმპიჩმენტს ეხებოდა.  გორის რაიონულმა სასამართლომ მარლენ ნადირაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სარეზოლუციო გადაწყვეტილებაში მომსამართლე პაპუაშვილმა მიუთითა, რომ საქმის განხილვისას და მოწმეების დაკითხვისას გამოიკვეთა ხარვეზები, თუმცა მარლენ ნადირაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის გამო. სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას  და რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ, მარლენ ნადირაძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მისი იმპიჩმენტი უკანონოდ ცნო სასამართლომ.

,,სასამართლო განიხილავდა ჩემს ადმინიტრაციულ საქმეს სადაც, მოვითხოვდი 2007 წლის 14 სექტემბრის იმ ე.წ. განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც ვითომ გადამაყენეს თანამდებობიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი,  მაგრამ ხანდაზმულიაო.  რაც ჩემი აზრით და ბევრი იურიტის აზრით, იყო უსაფუძვლო. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. რამდენიმე სასამართლო მოსმენის შემდეგ დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი საკრებულოს 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი გამართლება და დადასტურება იმის, რომ საკრებულოს დეპუტატებს იმპიჩმენტის შედეგად არ გადავუყენებივარ და ზეწოლით მოხდა ეს ყველაფერი, “ - ამბობს ნადირაძე.
 
სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი ნიკოლოზ ადიკაშვილი  წარმოადგენდა, რომელიც განმარტავს,  რომ სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი მათთვის არ არის ცნობილი და მისი გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ გაასაჩივრებს თუ არა საკრებულო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

მოითხოვს თუ არა კონპენსაციის მიზნით განაცდურის ანაზღაურებას მარლენ ნადირაძე ეს საქმის მსვლელობისას გახდება ცნობილი. ამბობს, რომ ახალა მისთვის კიდევ ერთ საქმეში გამართლებაა მთავარი, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებას გულისხმობს.  ნადირაძის განმარტებით, არ იცნობდა იმ პირს ვისი ჩვენების საფუძველზეც დაკავეს და შემდგომში პატიმრობა მიუსაჯეს. მარლენ ნადირაძე მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას ელოდება და აცხადებს, რომ ათეულობით ათასი მოქალაქის მსგავსად, ისიც  რეჟიმის მსხვერპლი და  ნაციონალური მოძრაობის პირადი პატიმარი იყო.  

ახალი ამბები