კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის ადგილობრივ თვითმმართველობაში ვნებათაღელვა გრძელდება

24 თებერვალი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

ლანჩხუთის საკრებულოს ორი ფრაქციის თავმჯდომარემ რამდენიმე ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის იმპიჩმენტი მოითხოვა. 

საკრებულოს თავმჯდომარემ ამ განცხადებას თავის მხრივ ასე უპასუხა:

„მათ იმპიჩმენტამდე დავწერ განცხადებას და წავალ“.

ჩვენი ინფორმაციით, განცხადების დაწერა ამირან გიგინეიშვილს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა სცენარი სხვანაირად წარიმართა. ამ ამბების პარალელურად,  სოციალურ ქსელში გავრცელდა დემოკრატების ლანჩხუთს ორგანიზაციის ლიდერის, ელგუჯა ჩხაიძის განცხადება: „რამდენიმე დღეა გურიის გუბერნატორის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეზე, რომ გადააყენოს მუციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე, რომელიც დანიშნულია 2012 წლიდან. გუბერნატორს ზურგს უმაგრებენ ნაციონალი დეპუტატები და ნაციონალებიდან შექმნილი „სოციალურ დემოკრატიული“ პარტიის წევრები. გუბერნატორმა დასაყრდენი ნაციონალებიდან და ოცნებას მიტმასნილი პირებიდან შექმნა. მოსალოდნელია, ჩვენი შრომა და წვალება, რომელიც გავიარეთ, წყალში ჩაგვეყაროს. ეს ამბავი გახმიანდა გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე თბილისში დაიბარენ. გუბერნატორის უაზრო გეგმები უნდა შეჩერდეს“.

გურიის გუბერნატორმა რამდენიმე დღის წინ ამირან  გიგინეიშვილი  სოფელ ლესის ცენტრში დაიბარა და იქ, ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდა. ამ შეხვედრას გიორგი ჩხაიძე არ უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ მისი მიზანი საქმიანი იყო და არა რაიმეს მოთხოვნა ან ზეწოლა საკრებულოს თავმჯდომარეზე:  „საქმესთან დაკავშირებით შევხვდი, რომელზეც სამწუხაროდ კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

გუბერნატორის თქმით, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა:  „არავის არავისთვის არაფერი მოუთხოვია. ეს არის სპეციალურად აგორებული თემა, რომელიც ვიღაცებმა ააგორეს. ყველაფერი გაირკვევა. არ ვიცი ვის უნდა აეგორებინა ეს თემა, “ – ამბობს გუბერნატორი. 

ლესაში შეხვედრიდან რამდენიმე საათში გუბერნატორი და ამირან გიგინეიშვილი თბილისში გაემგზავრნენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, როცა გიგინეიშვილის მიერ განცხადების დაწერის სურვილი გახმოვანდა და საქმეში უკვე თავად გუბერნატორი ჩაერთო უკვე სხვა თხოვნით: აღარ დაწერო გადაგომაზე განცხადებაო. ითქვა ისიც, რომ გუბერნატორის ზარამდე გიგინეიშვილთან დაკავშირებულმა ზეწოლის ფაქტმა უკვე „ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციამდეც კი მიაღწია, თბილისში წასვლის მიზეზიც სავარაუდოდ, ეს იყო, მიუხედავად ამისა, ორივე მხარე ოფიციალურად სხვა ინფორმაციას ავრცელებს: გიორგი ჩხაიძე ამბობდა, რომ დედაქალაქში საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად არ წასულა და ერთი და იმავე დღეს წასვლა მხოლოდ დამთხვევაა. ამირან გიგინეიშვილმა კი დაადასტურა, რომ თბილისში გუბერნატორთან ერთად იყო და იმავე დღეს კანცელარიაში უნდა გამართულიყო შეხვედრა, თუმცა რა თემაზე, ეს უკვე არ იცოდა: „შეხვედრაზე მივდივართ მე და გუბერნატორი კანცელარიაში, მეტი არაფერი ვიცი“, განაცხადა მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ. 

კანცელარიაში შეხვედრას გიგინეიშვილის ინფორმაციით, გია ვოლსკიც ესწრებოდა:
„ორ ძირითად საკითხზე ვისაუბრეთ. პირველი ის იყო, თუ რა ხდებოდა ლანჩხუთის საკრებულოსა და ფრაქციაში, მეორე კი ეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეხვედრაზე, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. აღვნიშნეთ, რომ არჩევნების წინ კოალიციურ ძალებს შორის დებატები ჯანსაღია, “ –  გვითხრა გიგინეიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ჩოხატაურის და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეები არ ყოფილან: „მე ვიყავი იმიტომ, რომ თქვენ მიერ წამოწეულმა თემებმა დაინტერესება გამოიწვია და შესაბამისად, ლანჩხუთი ყურადღების ცენტრში მოექცა“, დასძინა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ამირან გიგინეიშვილის განმარტებით, მის წასვლაზე საუბარი არ ყოფილა და თანამდებობაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ახალი ამბები