03:49, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

24.02.2014

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქართლის გუბერნატორის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ომაძემ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ  სოციალური ქსელით გააკეთა განცხადება. ომაძე სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მხრიდან ჩაკეტილობას და საზოგადოებასთან დისტანცირებას  უკავშირებს.

ნათია ომაძე: ,,იმ ექვსი წლის მანძილზე, რაც შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრესამსახუში ვმუშაობდი მაქსიმალურად ვცდილობდი  ხელი შემეწყო დიალოგისთვის ხელისუფლებას, მედიას და საზოგადოებას შორის, მაგრამ ბოლო დროს ეს თანდათანობით შეუძლებელი გახდა.  ამიტომ ჩემს თავს ვეღარ ვხედავდი ადმინისტრაციაში ამ პოზიციაზე. გუბერნატორის ჩაკეტილობა და საზოგადოებასთან დისტანცირება, ჩემი მცდელობის მიუხედავად,  ვერ შიეცვალა  და მივიღე სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება.“

ადგილობრივი   მედიის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებით, გუბერნატორის კარჩაკეტილობის პრობლემა ნაწილობრივ  მართლაც იდგა, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ მხრივ პრობლემა არასოდეს შექმნია. 

ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გოჩა დავითაშვილის განცხადებით გუბერნატორი მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებდა: ,,რამდენჯერმე მოვიწვიეთ თოქ-შოებში და არ მოვიდა, ასევე კომენტარსაც არ აკეთებდა ჟურნალისტებთან. როდესაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ რეგიონში მაშინაც კი ერიდებოდა კომენტარის გაკეთებას. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინიტრის პრესსამსახურის ხვეწნა-მუდარა დასჭირდა, რომ ორი სიტყვა ეთქვა   შეხვედრის შესახებ.“ 

,,შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ რედაქტორი საბა წიწიკაშვილი კი, humanrights.ge -თან საუბარში აღნიშნავს, რომ გუბერნატორთან ურთიერთობა მხოლოდ საჯარო შეხვედრების დროს ქონდა და ურთიერთობის კუთხით, განსაკუთრებული პრობლემა არასოდეს შექმნია: ,,შიდა ქართლის ამაჟამინდელი გუბერნატორის საქმიანობის მიმართ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რამდენ შეხვედრაზეც მოგვინდომებია ყოფნა, იმდენ შეხვედრას დავსწრებივართ და პრობლემა არ შეგვქმნია. ამ მოკლე პერიოდში უწყებისთვის ჯერ არც წერილობით მიგვიმართავს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით, არც ცალკე რაიმე ინტერვიუს ჩაწერა გვიცდია და შესაბამისად, პრესამსახურსთვისაც არ მიმიმართავს. ამიტომ მისი მხრიდან მედიის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ გამაჩნია რაიმე კონკრეტული ფაქტი“.

ზურაბ რუსიშვილი ორი თვეა რაც რეგიონის გუბერნატორია, ამ დრომდე მას მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს დანიშნული. შიდა ქართლის გუბერნატორს სამი მოადგილის  დანიშვნის გრადა  ფიქრი   პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზეც მოუწევს.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: მაკა ჯაიანი
2014-02-25 10:45
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს არანაირი ხვეწნა-მუდარა არ დასჭირვებია იმისთვის, რომ, გორში გამართული შეხვედრის შემდეგ, ზურაბ რუსიშვილს მედიისთვის კომენტარი გაეკეთებინა. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა უპრობლემოდ გამოთქვა მზაობა, მედიის კითხვებისთვის ეპასუხა. მე წარმოვადგენდი იმ შეხვედრაზე სამინისტროს ამ დეპარტამენტს, ამდენად, ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC