07:51, Friday, 23.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„იდენტობის“ კვლევის მიხედვით, ქართულ ციხეებში პატიმრების იერარქია არსებობს

24.02.2014

 
ნინო დევიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ციხეებში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების სეგრეგაცია მათი სექსუალური იდენტობისა თუ ქცევის მიხედვით დღემდე არსებობს. კვლევის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული სოციალური ჯგუფები სამი იერარქიული საფეხურისაგან შედგება. 

კვლევაში მონაწილე 28 რესპოდენტი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ საკნებს ან ბარაკებს, სადაც სასჯელს იხდიან მსმ (მამაკაცი, რომელსაც სექსუალური კონტაქტი აქვს მამაკაცთან) პირები, ასევე ისინი,  ვინც სექსუალური ქცევის გამო ისჯებიან, ან პირი, რომელსაც პატიმართან ან ციხის თანამშრომელთან კონფლიქტი აქვს, „საქათმედ“ იწოდება.

კვლევის მიხედვით, იერარქიის შემდგომ, უფრო მაღალ საფეხურზე იმ პატიმართა ჯგუფი იმყოფება, რომლებსაც ე.წ. „მუჟიკებს“ ეძახიან. აღნიშნულ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს პატიმარი, რომელმაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო, ან დაწესებულებაში არსებული რომელიმე შიდა ინსტრუქციის საწინააღმდეგო ქმედების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციას. ასევე პატიმარი, რომელმაც ციხეში ყოფნის პერიოდში, მისი რომელიმე საქციელის გამო, უნდობლობა დაიმსახურა პატიმრების მხრიდან. 

„იდენტობის“ კვლევის მიხედვით, იერარქიის ყველაზე მაღალ საფეხურზე „კაი ბიჭები“ იმყოფებიან. ამ კატეგორიაში ყველა ის  პატიმარი ხვდება, რომელიც „ქათმებად“ ან „მუჟიკებად“ არ მოიაზრება.

„საქათმედ“ წოდებულ საკანსა თუ ბარაკში პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ხვდებიან: „არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, პატიმრები ამა თუ იმ საკანში ნაწილდებიან. ე.წ. „საქათმეში“ ხვდებიან ისეთი პატიმრები, რომლებიც ადრე იხდიდნენ სასჯელს და “საქათმეში” ირიცხებოდნენ. პატიმრები ამ ტიპის საკანში ხვდებიან იმ შემთევვაშიც, თუ მათ ვიზუალურად ეტყობათ სექსუალური ორიენტაცია. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც პატიმარი თავად სთხოვს ადმინისტრაციას ე.წ. „საქათმეში“ მოთავსებას, “, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი ნინო ბოლქვაძე. 

სასჯელაღსრულების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ხანდოლიშვილის განმარტებით, ციხეში პატიმრების განთავსება ავტომატურად ხდება და არანაირ სეგრეგაციას, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ აქვს: „მსგავსი პრინციპით პატიმრების განთავსება დამკვიდრებული იყო საბჭოთა კავშირამდე და მას შემდეგაც. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სანამ დიდი ციხეები  ამ პრობლემის მოგვარება რთული იქნება. ადმინისტრაციისთვის ამოსავალი წერტილი მსჯავრდებულია და თუ რაიმე გადაწყვეტილებას იღებენ,  მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება“. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ე. წ. „საქათმეში“ მყოფ პატიმართა მიმართ  გარკვეული წესები არსებობს. ნინო ბოლქვაძის თქმით, ამ დაუწერელ წესებზე ყველა რესპონდენტი საუბრობს: „ქათმები“ და „კაი ბიჭები“ არ შეიძლება ერთ საკანში ცხოვრობდნენ, ერთად ღებულობდნენ საკვებს ან სასმელს, გამოიყენონ ერთი ჭურჭელი, გვერდით ისხდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და სხვა. წესების უმრავლესობა მიმართულია იმის დასაფიქსირებლად, რომ „საქათმეში“ მყოფი პატიმრები  დანარჩენი პატიმრებისაგან განსხვავდებიან“.

„იდენტობის“ იურისტის განცხადებით, დისკრიმინაციის არსებობას ციხეებში ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ყველაზე ბინძურ და შრომატევად საქმეს ე.წ. „საქათმეში“ მოხვედრილი პატიმრები ასრულებენ: „რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ მათი სამუშაო არ იყო დაკავშირებული რაიმე საწარმოში, ან სახელოსნოში მძიმე შრომასთან, არამედ უკავშირდებოდა დაწესებულების დალაგებას და იქ მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობას. თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ ე. წ. „საქათმეში“ მყოფ პატიმრებს ევალებათ ყველაზე ბინძური სამუშაო“.

ნინო ბოლქვაძის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც პატიმრებს სპეციალური სამკლაურები ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე ეკეთათ: „ზოგიერთ დაწესებულებაში პატიმარს ხელზე სამკლაური უკეთია, რაც მას სხვა პატიმრებისაგან, როგორც ე. წ. „ქათამს“ განასხვავებს. ჩვენი ცნობით, სამეურნეო ნაწილში მომუშავე სხვა პატიმრებს (ე. წ. „მუჟიკებს“) ასეთი ნიშანი ფეხზე უკეთიათ. აღნიშნული პრაქტიკა აშკარად დისკრიმინაციულია, მოკლებულია ლოგიკას და დამამცირებელია ადამიანის ღირსებისათვის. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს პატიმრების სტიგმატიზაციას“. 

კახა ხანდოლიშვილი პატიმრების მიერ სამკლაურების ტარების ფაქტს არ ადასტურებს: „სამკლაურების შესახებ ვფიქრობ, გაზვიადებულია. დახურულ სივრცეში ყველა ყველას იცნობს და სამკლაურის ტარების აუცილებლობა არამგონია იყოს.  რაც შეეხება მუშაობას, 600-მდე პატიმარი მუშაობს და ეს მათი ნება-სურვილით ხდება. ამაში მათ სახელმწიფო უხდის ხელფასს და თუ ვინმეს მუშაობა არ უნდა ეს უკვე სხვა საკითხია“.

„იდენტობის“ კვლევის მიხედვით, განსხვავებულია თავად პატიმართა დამოკიდებულება სეგრეგაციის მიმართ: „რესპონდენტთა უმრავლესობა მათ „საქათმეში“ განთავსებას დიდ უსამართლობად და ტრაგედიად აღიქვავს. ზოგიერთ რესპონდენტს კი მიაჩნია, რომ ის, მისი პიროვნული თვისებების, მაგალითად სექსუალური ორიენტაციის გამო, იმსახურებს   სხვებისგან განცალკევებით ყოფნას“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე. 

პატიმრები ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ციხეებში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობენ: „რესპოდენტებს შეეძლოთ შედარება მოეხდინათ ძველ და ახალ რეჟიმს შორის. ყველა ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ სიტუაცია ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ შეცვლილია და მათ ფიზიკურად აღარ უსწორდებიან. თუმცა აღნიშნავენ, რომ „კარგი ბიჭები“ ადრე ასე ვერ ავლენდნენ ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, როგორც ეხლა. „საქათეში“ მყოფ პატიმრებში შიშის გრძნობა არა ციხის ადმინისტრაციის, არამედ თავად პატიმრების მიმართ გაჩნდა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარი რეკომენდაციებით სწორედ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს: „საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს და მიიღოს სამოქმედო გეგმა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ. სასჯელაღსრულების სამინისტრომ კი, უნდა აღმოფხვრას ის დისკრიმინაციული პრაქტიკები, რომლებიც ციხეებში არსებობს და ლახავს „მსმ“ და სხვა პატიმართა ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას“.

სასჯელაღსრულების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ხანდოლიშვილის თქმით, სამინისტროსთან ყალიბდება საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა ის რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს: „2013 წლიდან სამინისტროს პრიორიტეტი ბრალდებულთა რესოციალიზაციაა. ახლო მომავალში იგეგმება ციხეების ოთხ კატეგორიად დაყოფა, რომ ყველა ადამიანს მიეცეს საშუალება საკუთარი საქციელით წინაც წაიწიოს და უკეთეს პირობებში გადავიდეს. ჩვენი მიზანია მოხდეს მსჯავრდებულების რეაბილიტაცია“. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC