კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

24 თებერვალი, 2014
 
ნინო დევიძე, კახეთი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“  ფარგლებში, მიწის დამუშავება ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან 17 თებერვლიდან დაიწყება.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები ის ფერმერები არიან, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში 1.25 ჰექტარის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გააჩნიათ და რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ.
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ორი ტიპის ბარათით ისარგებლებენ. ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის სასოფლო–სამეურნეო ბარათები დარიგდება (ხვნის ბარათი), ხოლო სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად ფერმერები, „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ე.წ. „აგრო ბარათებს“ მიიღებენ, სადაც 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (1 ქულა - 1 ლარი) დაერიცხებათ. 

„აგრო ბარათების“ მიღება ფერმერებს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში 6 თვის განმავლობაში შეეძლებათ. ბარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელთან. მათ შესაძლებლობა ექნებათ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საქონელი(სასუქები, სათესლე მასა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან შეიძინონ.

პლასტიკური ბარათების დარიგება 17 თებერვლიდან იმ რეგიონებიდან დაიწყება, სადაც ფერმერებისთვის სასოფლო–სამეურნეო ბარათების გაცემა უკვე მიმდინარეობს (კახეთი,მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი).
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნას და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს "მექანიზატორი" და კონტრაქტორი კომპანიები შეასრულებენ. 

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს, რომლითაც წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. 

ახალი ამბები