კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი „ნაციონალი“ ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვს

24 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„კიდევ ერთხელ, და ამჯერად საბოლოოდ, მივმართავ ხელისუფლებას, კერძოდ კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, აიღონ ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში“, - ეს განცხადება ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა გია გოქაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

იგივე მოთხოვნით მან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს გასული თვეში მიმართა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, უშედეგოდ.

„რადგან შოთა მურღულია წერილებს არ კითხულობს და არც არის გასაკვირი, რომ ასე იქცევა (მას ხომ არანაირი უფლება არ აქვს ამ ქალაქში), გადავწყვიტე ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო. ქუთაისს, როგორც დანარჩენს საქართველოს ხომ ის მართავს. აიღონ კიკვიძის ძეგლი და ამით სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს,“ -  ამბობს გოქაძე.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მოთხოვნას 23 თებერვლამდე ხელისუფლების მხრიდან არ გამოეხმაურებიან და ძეგლის დემონტაჟს არ განახორციელებენ, იგი ძეგლს წითლად გადაღებავს.

ვასილ ისიდორეს ძე კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-18 წწ.). მსახურობდა მოხალისეთა კავალერიაში, იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს არჩეული იქნა მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. ამის შემდეგ იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ და დაიღუპა ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს, 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში. 

ახალი ამბები