შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
„მე ვიყავი და კვლავ ვარ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას ამ ქალაქის საკეთილდღეოდ“, - ეს განცხადება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ თანამდებობაზე აღდგენის შემდეგ გააკეთა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ მისი წინამორბედის, თამაზ მარგველაშვილის 12 თებერვლის ბრძანება N 152-ის გაუქმების საფუძველზე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე აღადგინა.
როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, ყველაფერი კანონის დაცვით განხორციელდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება ჰქონდა, გამოეცა ახალი ბრძანება, რომლის საფუძველზე მერის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობაზე აღადგენდა.