კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ქართული ოცნების კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა

28 თებერვალი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ქართული ოცნების“ რიგით მეორე კონფერენცია გორში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  კონფერენციაზე დღის წერიგით გათვალისწინებული იყო, რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა. გორის დრამატულ თეატრში შეკრებილი დელეგატები მხარს, ნინო ზურაბიშვილს უჭერდნენ.
 
ქართული ოცნების  ათამდე წევრი არჩევნებს აპროტესტებდა და ადგილობრივ ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირებაზე საუბრობდა.
 
ვლადიმერ შუღლიაშვილი: ,,იგნორირება ხდება ამ ხალხის, ჯერ წინა თავმჯდომარის მხრიდან და ახლა ამ თავჯდომარის მხრიდანაც. 150 კაციდან 120 კაცი ახალი მოსულია. არ უბრძოლიათ და არაფერი უკეთებიათ, ჩვენ გარეთ დაგვტოვეს. არ უნდა გვკითხონ  ვინ უნდა იყოს ჩვენო ორგანიზაციის თავმჯდომარე? მიიყვანეს თავისი ხალხი, რომ მანდატი აუწიონ.“

კონფერენციას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკიც ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები თეატრის წინ შეკრებილ ქართული ოცნების დაპირისპირებულ მხარეს შეხვდნენ და სიტუაციის გარკვევას დაპირდნენ.

გიორგი ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: ,,უკამაყოფილოები არაიან, თვლიან რომ აქტიური პროცესებიდან უყურადღებოდ დარჩნენ. აუცილებლად დეტალურად გავერკვევით. მიღმა არავინ არ უნდა დარჩეს, ეს არის ფაქტი, ვფიქრობ გაუგებრობაა და აღმოვფხვრით ამ გაუგებრობას აუცილებლად. ამ ხალხს ვიცნობ, ბევრს სახეზე ვიცნობ არჩევნების წინაპერიოდში აქტიურები იყვნენ.“

ნინო ზურაბიშვილი: ,,განხეთქილებას ადგილი არა აქვს.  პარტიაში არის 1300-მდე წევრი, ამიტომ თავისთავად ცხადია  შეიძლება  აზრთა სხვადასხვაობაც იყოს და რამდენიმე ადამინი რადიკალურადაც  იყოს განწყობილი, ეს ჩვეულებრივი ამბავია.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კონფერენციას  150 დელეგატიდან 134 დაესწრო.  მათ ერთხმად გორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ  ნინო ზურაბიშვილი აირჩიეს.

ნინო ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: ,,ვეცდებით შემოვიკრიბოთ მეტი აქტივისტი მხარდამჭერი, გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზაცია, მთავარი გამოწვევა არის თვითმართველობის არჩევნები და გამარჯვების იმედი გვაქვს“.

კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი: ,,დღეს შედგა მორიგი კონფერენცია, აირჩიეს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ქალბატონი ნინო ზურაბიშვილი. მე მინდა წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ ჩვენ სასიკეთო საქმეებს გავაკეთებთ, როგორც გორის რაიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. კონფერენციები გაგრძელდება როგორც დედაქალაქში ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.“

კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის მცირე გაუგებრობა, რომელიც კონფერენციას ახლდა, მოგვარდება და ქართული ოცნების მიღმა არც ერთი მხარდამჭერი არ დარჩება.

ახალი ამბები