კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგებელმა სოფლის რწმუნებულები გაათავისუფლა

14 მარტი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა სოფლების ზემო კაჭრეთის, ჩალაუბნის და ჩუმლაყის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ზემო კაჭრეთის რწმუნებულმა ელზა ჯაფოშვილმა განაცხადა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა ემზარ ჯიქურაშვილმა მოსთხოვა.

„6 მარტს, გამგებელმა დამიბარა და მითხრა, რომ სპეციალისტის თანამდებობაზე უნდა გადავსულიყავი. მიზეზი არ აუხსნიათ, არაფერი ვიცი. ეგ თვითონ გამგებელს ჰკითხეთ. ჩემს მაგივრად ვლადისლავ გეთიაშვილი დანიშნეს“, – განაცხადა ელზა ჯაფოშვილმა.

ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ვალერი ბარნაბიშვილს და ჩუმლაყის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს აბო კასრელიშვილს ტელეფონები გამორთული აქვთ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ემზარ ჯიქურაშვილის განცხადებით, რწმუნებულებმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები საკუთარი სურვილით დაწერეს: „ჩალაუბნის და ჩუმლაყის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა დაკავებული თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ზემო კაჭრეთის ყოფილი რწმუნებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ამიტომ ელზა ჯაფოშვილი მოვალეობას ასრულებდა. ის ჩვენი გადაწყვეტილებით, სპეციალისტის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას. სამივე სოფელში რწმუნებულები სხვადასხვა დონეზე, საქმისადმი დამოკიდებულებით, გამოცდილებით და ავტორიტეტით შევარჩიეთ“, – განაცხადა ემზარ ჯიქურაშვილმა.

ახალი ამბები