კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარლის საკრებულომ გამგებელს შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩეროს

14 მარტი, 2014
 
ნინო დევიძე , კახეთი

რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მოთხოვნით, ყვარლის საკრებულომ შესაძლოა გამგებელს უფლებამოსილება შეუჩეროს. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრებს უშიშროების სამსახურში იბარებენ და ავალდებულებენ გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. 

ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს რამდენიმე წევრი არა გუბერნიიდან არამედ გარკვეული ადამიანების მიერ იმართებიან: „კონკრეტულად ვერ დავადასტურებ საიდან არის ეს ზეწოლა, მაგრამ ფაქტია, ეს ხალხი განიცდის წეზოლას. წელიწად-ნახევარია ურთიერთობა გვაქვს და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. მაშინ როდესაც არჩევნებამდე ორი-სამი თვეა დარჩენილი, მოინდომეს ჩემი განთავისუფლება, რა თქმა უნდა, ამას თავიანთი ინიციატივით ვერ შეძლებდნენ. თუმცა, იმედი მაქვს მომავალში ყველაფერი გაირკვევა“.

„humanright.ge“- თან საუბარში საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს: „გუბერნოტართან ამ თემაზე საუბარი არასდროს მქონია და გავრცელებული ინფორმაციაა არის აბსოლიტური სიცრუე. რაც შეეხება დავით ქევხიშვილის განთავისუფლებას, ბიუროს სხდომაზე საკრებულო განიხილავს გამგებლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს, მისი ანალიზის საფუძველზე, შევაფასოთ გამგებლის საქმიანობას და საკრებულო შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას“. 

ზაზა ლომიძე არც უშიშროების სამსახურის მხრიდან საკრებულოს წევრებზე განხორციელებულ ზეწოლას ადასტურებს: „საკრებულოს წევრებმა გარკვეულ კონტექსტში განიხილეს გავრცელებული ინფორმაცია და ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ“. 

საკრებულოს წევრი ვალერი ვარადაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან წამოყენებულ ინიციატივას, ჯგუფებს შორის აზრთა სხვადასხვაობას უკავშირებს: „ზაზა ლომიძის პოზიცია ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. უშიშროების სამსახურში დაბარების შესახებაც მსმენია, თუმცა პირადად მე არავის დავუბარებივარ. ჯერ ბიუროს სხდომა არ ჩატარებულა და ამიტომ სხვას ვერაფერს გეტყვით, ისე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა საფუძველს მოკლებულია“. 

დავით ქევხიშვილი ამ დრომდე ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას. უცნობია, როდის ჩატარდება საკრებულოს სხდომა, რომელზეც მისი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე იმსჯელებენ.

ახალი ამბები