კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტი ზედმეტ ავტომანქანებს აუქციონის წესით გაყიდის

21 მარტი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოთხოვილ  საჯარო ინფორმაციაზე, თუ რა თანხა დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების სამსახურეობრივი ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისთვის,  პასუხად მივიღეთ, რომ ამ მხრივ, 2013 წელს ხარჯებმა  ჯამურად  96 421 ლარი შეადგინა.  

96 421 ლარიდან 41 881 ლარი გორის საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილისა და თანამშრომლების ავტომობილით მომსახურეობაზე დაიხარჯა. ხოლო 54 540  ლარი -გამგებლის, მისი მოადგილისა და სხვა თანამშრომლების სამსახურეობრივი საავტომობილო მომსახურეობისთვის. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ამ დროისთვის 17 ავტომაქანაა. გორის მუნიციპალიტეტში სამსახურეობრივი ავტომანქანების რაოდენობა და საწვავის ხარჯები, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით შემცირდება.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო სტრუქტურებში, სამსახურეობრივი საჭიროებების დანიშნულების ავტომანქანების განსაზღვრის წესის შესახებ დადგენილება 6 თებერვალს მიიღო. ეს დადგენილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, რეგულაციები არ შეეხება სახანძრო სამსახურის ავტომანქანებს. 

დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, აუცილებლად უნდა შექმნილიყო ავტოპარკი. ეს დადგენილება რანგირებას უკეთებს სამსახურების მიხედვით მანქანებს და იქ განსაზღვრულია როგორც მანქანების შესახებ კატეგორიები, ასევე მითითებულია, რა რაოდენობის საწვავის გამოყენების უფლება აქვს შესაბამის ხელმძღვანელს თუ სამსახურს“.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილება ადგილობრივ თვითმართველობებში ავტომაქანების რაოდენობას საშტატო ერთეულის მიხედვით განსაზღვრავს. დადგენილების მიხედვით, საშტატო ერთეულიდან გამომდინარე,  საკრებულომ გადაწყვიტა, რომ გორის მუნიციპალიტეტისთვის 10 ავტომანქანა საკმარისი იქნება და 7 ავტომაქანის გაყიდვას აუქციონის წესით გეგმავეს. 

რევაზ გოგიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი: „ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის განისაზღვრა ათი ავტომანქანა. აქედან ორი განპირობებულია საკრებულოს თავმჯდომარისათვის და მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის, დანარჩენი ავტომანქანები განპირობებული იქნება პარკისთვის და საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლები ისარგებლებენ“. 
 
გორის მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტიდან შესყიდული ავტომაქანები, შიდა ქართლის გუბერნატორს და რეგიონში სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს  დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცემოდათ. 2012 წლის საპრლამენტო არჩევნების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შიდა ქართლის იმჟამინდელ გუბერნატორს ზურაბ ჩხეიძეს  ავტომანქანა ჩამოართვა.   მუნიციპალიტეტმა ასევე უკან დაიბრუნა რეგიონში სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე დროებით სარგებლობაში გადაცემული ავტომაქანებიც. გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ამ დროისთვის 17 ავტომანქანაა, რაც მთავრობის ახალი რეგულაციიდან გამომდინარე, ათამდე შემცირდება.

ახალი ამბები