კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეს შენ გეხება“ - აქცია ბათუმში

26 მარტი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" კამპანიის ფარგლებში ბათუმში, 19 აპრილს აქცია გაიმართა. უკანონო, ფარული მიყურადების აკრძლავის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ჯერ 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ბათუმის უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს. 

აქციის პარალელურად, შეგროვდა ხელმოწერები, რომელიც სპეციალურ მიმართვასთან ერთად ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს, მურმან დუმბაძეს გადაეგზავნება. მიმართვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ფარული მიყურადება საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დაცვას და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას. სახელმწიფომ და სამართალდამცავებმა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა  განახორციელონ დაკისრებული უფლებამოსილება და დაიცვან მოქალაქეთა უსარფრთხოება.

გია ქარცივაძე, „საიას“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, უკანონო მიყურადების პრობლემის მოგვარების გზას, კანონმდებლობის ცვლილებაში ხედავს: „შესაძლებელია, დღეს არ გვისმენენ, მაგრამ თუ იქნება პოლიტიკური ნება, ნებისმიერ დროს მოგვისმენენ. ამიტომ, კანონმდებლობით უნდა გაიწეროს, კონკრეტული მექანიზმები - რა დროს, როდის და ვისზე შეიძლება განხორციელდეს მოსმენა“.

ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წამომადგენელი: „მიმართვის მიზანია, საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ 11 თვის წინ ინიცირებული კანონპროექტი იქნას განხილული. ეს კანონპროექტი ეხება ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს. კანონის მიღების შემდეგ, საგამოძიებო ორგანოებს დასაბუთების გარეშე მოქალაქეების მოსმენის საშუალება არ ექნებათ“.

აქციის მონაწილეებმა სპეციალური ფლაერები წარწერებით "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" დაარიგეს.

ახალი ამბები