კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გადაწევას ითხოვენ

31 მარტი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თარიღის შეცვლას ითხოვს. მათი განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა არჩევნების თარიღად 28 მარტი თვითნებურად დანიშნა, რის გამოც, წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად კანდიდატებს საკმარისი დრო არ აქვთ.

როგორც  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ლამაზოშვილმა განაცხადა, არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტობის ერთ – ერთი კანდიდატის, ნინო ბაბუნიძის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც 28 მარტს, საქართველოში არ იქნება: „სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ზურა გრიშაშვილმა არჩევნების ჩატარების თარიღი საკუთარი გადაწყვეტილებით გამოაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატებს არ აქვთ საკმარისი დრო წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ და სტუდენტებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნონ. ასევე, სტუდენტების 80% არჩევნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ვფიქრობთ, რომ გრიშაშვილის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტობის ერთ – ერთი კანდიდატის ნინო ბაბუნიძის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც 28 მარტს საქართველოში არ იქნება. ჩვენ ვითხოვთ თარიღის გადავადებას და არჩვნების 15 აპრილს ჩატარებას“, – განაცხადა სტუდენტმა თამარ ლამაზოშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო კომისია სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული, საარჩევნო ოქმები კი, გაყალბებულია.

ზურა გრიშაშვილის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით, სტუდენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, არჩევნები თვითმმართველობის დებულების მიხედვით დაინიშნა და თარიღი არ შეიცვლება: „ყველა ბრალდება, რასაც ჩემს მიმართ გამოთქვამენ, არის სიცრუე. მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა იმის შესახებ, 28 მარტს, რომელიმე  კანდიდატი საქართვლოში იქნებოდა თუ არა. ჩვენ დადგენილების შესაბამისად ვიმოქმედეთ და აქედან გამომდინარე, არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. რაც შეეხება ოქმებს, ყველა ოქმი ადგილზეა. ვისაც რამეში ეჭვი ეპარება, შეუძლია საკითხი სამართლებრივად დააყენოს და სასამართლოს მიმართოს“, –განაცხადა ზურა გრიშაშვილმა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ყორბეზაშვილმა თანამდებობა 2013 წლის სექტემბერში, სამსახურის გამო დატოვა და თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე პრეზიდენტი ზურა გრიშაშვილი დაინიშნა. ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობას 20 მარტამდე ასრულებდა.

ახალი ამბები