კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის უნივერსიტეტის 510 სტუდენტს შესაძლოა სტატუსი შეუჩერდეს

1 აპრილი, 2014
 
 
ნინო დევიძე, კახეთი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 510 სტუდენტს, სტატუსის გარეშე დარჩენა ემუქრება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაატა გოცირიძის განცხადებით, სტუდენტებს შესაბამისი გაფრთხილებები ოფიციალურად უკვე გაეგზავნათ: „აქამდე არსებული პრაქტიკით სტუდენტი ჯერ აკადემიურ რეგისტრაციას გადიოდა და ამის შემდეგ ხდებოდა ადმინისტრაციული რეგისტრაცია. ჩვენ შევდიოდით სტუდენტის მდგომარეობაში, მათ შეეძლოთ თანხა 4 ეტაპად გადაეხადათ, თუ ამასაც ვერ ახერხებდნენ ხდებოდა სწავლის საფასურის გადავადება და სწორედ ამან მიგვიყვანა იმ სიტუაციამდე, რაც დღეს არის“.

გოცირიძის განცხადებით, მომავალში, თელავის უნივერსიტეტი  სწავლის საფასურის გადახდის ახალი სისტემის შემოღებას გეგმავს: „ვაპირებთ დავნერგოთ ისეთი სისტემა, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებშია მიღებული. სტუდენტი ლექციებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ გადასახადი წინასწარ ექნება გადახდილი, ამით თავიდან ავიცილებთ იმ სიტუაციას, რაც სტუდენტებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს შეექმნათ“.

თუ სტუდენტები სწავლის გადასახადის ნახევარს თვის ბოლომდე არ დაფარავენ, შუალედურ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ხოლო თუ სემესტრის დასრულებამდე თანხას მთლიანად არ გადაიხდიან, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდებათ.

ახალი ამბები