კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ოკუპაციით დაზარალებულ მოქალაქეებს ევროპულ სასამართლოში დაიცავს

17 აპრილი, 2014
 
ნინო დევიძე

16 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე  მუხლმა“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ატოცში მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის პრობლემებსა და  „TV3“ -ის ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე პრესკონფერენცია გამართა.

2014 წლის თებერვალში რუსი სამხედროების მიერ ქარელის რაიონ სოფელ ატოცში, მავთულხლართების გავლების გამო, ადგილობრივი  მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები  რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარის, მაკა გიოშვილის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი მიწის ნაკვეთის იმ ნაწილითაც კი ვერ სარგებლობს, რომელიც რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა დარჩა: „არსებობს ამ ადამიანების გატაცების რეალური  საფრთხე, რასაც არაერთხელ ჰქონია კიდეც ადგილი. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ნაკვეთის დამუშავების შედეგად არსებული შემოსავლებით ირჩენდა თავს, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ მდგომარეობას“. 

არასამთავრობო ორგანიზაცია დაზარალებულების ინტერესების დასაცავად ევროსასამართლოს მიმართავს. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ატოცის მოსახლეობის 9 დაზარალებულის სახელით სარჩელის შეტანას გეგმავს. ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ ევროპის სასამართლო, რომ ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა  საკუთრების უფლების დარღვევა, თვისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა თუ საცხოვრებელი ადგილის უპატივცემულობა, პასუხისმგებლობაც სწორედ  რუსეთის ფედერაციას ეკისრება,“ , - განაცხადა მაკა გიოშვილმა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები „TV 3“ -ის ჟურნალისტის ბელა ზაქაიძის, ოპერატორ ვახო ლეკიაშვილისა და ტექნიკური თანამშრომლის მიხეილ მიხოევის რუსი სამხედროების მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტსაც გამოეხმაურნენ. 

„კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“  უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავს „TV3“ -ის ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე. ჩვენ ტელევიზიის წარმომადგენლებს სამართლებრივ დახმარებას ვთავაზობთ და მზად ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა დადებით შედეგს ივაღწიოთ. ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაუყოვნებლივ  გათავისუფლება. ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება იმ ტერიტორიაზე კონტროლს ვერ ახორციელებს სწორედ რუსი ჯარისკაცების მიერ მოხდა ამ ხალხის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და სანქციებიც რუსეთის ფედერაციას უნდა დაეკისროს“, - განაცხადა „კონსტიტუცია 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გაბისონიამ.

TV3-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი 15 აპრილს რუსმა სამხედროებმა სოფელ აძვში სიუჟეტის მომზადების დროს დააკავეს. მოგვიანებით კი დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 16 აპრილს ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

ახალი ამბები