კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსი სამხედროები კონფლიქტისპირა ტერიტორიებიდან მოქალაქეებს იტაცებენ და ცხინვალში გადაყავთ

29 აპრილი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ, გორის ტერაქტის ბრალდებით გასამართლებული პირების გადაცემას ითხოვს.    

საქარათველოს რვა მოქალაქეს ე.წ. საზღვრის  გადაკვეთის  ბრალდებით განაჩენი უკვე მისჯილი აქვს. ოთხი ქართველი კი, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავეს ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი და საჯელის შეფარდებას ან ჯარიმით გამოშვებას ელოდებიან.  
 
კონფლიქტის ზონაში ოკუპირებული ტერეტორიების საზღვრისპირა სოფლებიდან  უკანონო  დაკავებები იყო მთავარი საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში 28 აპრილს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. ქართულმა მხარემ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.  

ბოლო  რამდენიმე დღის  განმავლობაში რუსმა საჯარისო ნაწილებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დაკავა, მათგან 3 ქალბატონი უკვე გათავისუფლებულია, ოთხი კი კვლავ პატიმრობაში რჩება.   

რუსუდან ხუროშვილი, ზეინაბ ხარხელი და ლალი ხუროშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯარიმამ 6 ათასი რუბლი შეადგინა. გათავისუფლებული ქალბატონების განმარტებით, მათ აღნიშნული თანხა ოსმა ახლობლებმა გადაუხადეს.

 სამი დღის წინ რუსმა სამახრდროებმა მორგი დაკავებისას მაჯერად სოფელ წერონისის მკვიდრ   მერაბ კაპანაძეს აღუკვეთეს თავისუფლება. ამ დრომდე არა არის დადგენილი ყოფილი სამხედრო პირის რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელი, რომელიც  სავარაუდოდ  კასპის რაიონის სოფელ ყარაფილიდან გაიტაცეს. შიტიკოვის დაკავების ფაქტს  ოსური მახარე არც უარყოფს და არც ადაუსტურებს. ერგნეთში შეხვედრა უკვე მიმდინარეობდა, რა დროსაც ცნობილი გახდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია. რუსმა სამხედროებმა ამჯერად ხაშურის რაიონის სოფელ კლდისწყაროს მცხოვრები ბესიკ გელაშვილი და გიორგი ხარაზიშვილი დააკავეს. დაკავება ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფელ თორჩანას ტერიტორიაზე მოხდა.  გელაშვილი და ხარაზიშვილი ჯონჯოლის საკრეფად იმყოფებოდნენ. 

ამდროისთვის არსებული ინფორმაციით ცხინვალის ციხეში საქართველოს 11 მოქალაქეა, მათგან 8 უკვე იხდის სასჯელს, ხოლო სამი  წინასწარი დაკავების იზოლატორში, ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს რომან შიტიკოვს მისი ადგილსამყოფელი უცნობია, რადგან შიტიკოვი სამხედრო პირი იყო არ არის გამორიცხული, რომ იგი ცალკე განყოფილებაში ჰყავდეთ გადაყავანილი.

დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ გორის ტერაქტის ბრალდებით გასამართლებული სამი პირის გადაცემას მოითხოვს. ამ საკითხს საქართველოს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი სიფრთხილით უდგება.   

გოჩა რატიანი, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „განვიხილავთ ყველა იმ უკანონო დაკავებას, რასაც ადგილი ჰქონდა ამ მომენტამდე. ასევე ჩვენს მიერ განხილული იქნება ცხინვალის ციხეებში მყოფი პიროვნებების მდგომარეობა. მათ შორის, განვიხილავთ შუტიკოვის საკითხსაც. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია, მაგრამ მოვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას. რაც შეეხება გაცვლას, ეს საკითხი მოითხოვს დეტალურ შესწავლას და ნაადრევი იქნება, ამაზე რომ პასუხი გითხრათ“.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეგირების ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, მხარეებმა მხოლოდ ინფორმაციები გაცვალეს.

ახალი ამბები