კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილი ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

30 აპრილი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს,  ირაკლი ოქრუაშვილს თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გორის მერობის კანდიდატად დარეგიტრირებიდან მეორე დღეს შეუჩერეს.  ამის მიზეზი პოლიტიკური გაერთიანება ,,სამართლიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარის,სერგო ჯავახაძისა და სახალხო პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის საჩივარი გახდა. 

მამუკა გიორგაძისა და სერგო ჯავახიძის განცხადებით, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ოქრუაშვილის დარეგისტირების ფაქტი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.  მათ ცესკოში შესული საჩივრის არგუმენტაციის ნაწილში საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტი მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც “მერად ან გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“.
 
საჩივრის ავტორებმა ყურადღება კანონის ამ ნორმის დარღვევაზე გაამახვილეს და  გორის საოლქო სარჩევნო კომისიისსგან ოქრუაშვილის მერობის კანდიდატად დარეგისტრირების გაუქმება მოითხვეს. ჯავახიძე და გიორგაძე საჩივარში მიუთითებენ,  რომ ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ბოლო ორი წელი მუდმივად არ უცხოვრია და აქედან გამომდინარე, მისი მერობის კანდიდატად დარეგისტრირება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯავახიძესა და გიორგაძის საჩივარი დააკმაყოფილა და ოქრუაშვილს მერობის კანდიდატის უფლება შეუჩერა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს,  რომ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამრთლოში გასააჩივრებენ. 

ზვიად კორძაძე ადვოკატი: ,,ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება. ჩაგვბარდება თუ არა კომისიის გადაწყვეტილება იმ დღესვე გავასჩივრებთ“.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ირაკლი ოქრუაშვილი მერობის კანდიდატად 21 აპრილს საღამოს 18:00 საათზე დაარეგისტრირა. დარეგისტრირებიდან ორ დღეში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას კანდიდატის უფლებამოსილება შეუჩერა. მიეცემა თუ არა ირაკლი ოქრუშვილს  თვითმართველობის არჩევნებში გორის მერობის კანდიდატად მონაწილეობის უფლება, ეს უკვე სასამართლოს განხილვის საგანი ხდება.  

ახალი ამბები